ცირკულარული ეკონომიკის საერთაშორისო კონფერენცია
- ნოემბერი 15, 2021
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სოლომონ პავლიაშვილის ხელმძღვანელობითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ცირკულარული ეკონომიკის რიგით მეხუთე კონფერენცია გაიმართა.
ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა ქვეყნისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა შევძლოთ ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევებთან გამკლავება, როგორიცაა მდგრადი განვითარება და რესურსების მდგრადი მოხმარება, გარემოს დაბინძურების აღმოფხვრა და კლიმატური ცვლილებების შერბილება. ცირკულარული ეკონომიკა ბუნებრივ რესურსებს ეფექტიანად მოიხმარს, მასალებისა და საქონლის წრებრუნვის მეშვეობით ინარჩუნებს მათ ღირებულებას. ცირკულარ ეკონომიკაში პროდუქტები იმგვარად იქმნება, რომ იყოს გამძლე, შესაძლებელი იყოს მათი მოდერნიზაცია, შეკეთება და ხელახლა გამოყენება; ამასთან, ხმარებიდან ამოღების შემდეგ გათვალისწინებულია მათ დასამზადებლად გამოყენებული მასალების მეორადი გამოყენება. მომხმარებლები კი საქონელს იყენებენ, რომ მათი ექსპლუატაციის ვადა გახანგრძლივდეს. ეს ყველაფერი ამცირებს ეკონომიკური საქმიანობის მავნე ზემოქმედება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. იგი მიესალმა ასეთი სტრატეგიის შემუშავებასნ და განაცხადა, რომ ასეთი სტრატეგიის შემუშავებაში ძალიან მნიშვნელოვანია აგრარული მიმართულებები და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა აკადემიის სახელით.