უწმიდესო და უნეტარესო, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, რომლის საპატიო წევრიც თქვენ ბრძანდებით, გულითადად გილოცავთ სრულიად საქართველოს ცხოვრებაში ღირშესანიშნავ დღეს – თქვენი დაბადებიდან 92-ე წლისთავს. განუზომელია თქვენი ღვაწლი საქართველოსა და მისი სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე: თქვენ ჩაიბარეთ თითქმის უმრევლო ეკლესია 50-მდე მოქმედი ტაძრითა და ორმოციოდე სასულიერო პირით. და დღეს თქვენი ბრძნული საჭეთმპყრობელობით საქართველოში მოქმედებს ორმოცამდე ეპარქა […]
გაგრძელება