ინოვაციები კოვიდ-19-ის პათოლოგიის მკურნალობაში
- მარტი 14, 2022
დღესდღეობით კვლავ ძირითად გამოწვევად რჩება მსოფლიოსათვის კოვიდ-19-თან ბრძოლა. სწორედ ამ თემას მიეძღვნა ამ რამდენიმე დღის წინ მეცნიერებათა აკადემიაში გამართული სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს მიერ გამართული სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა საბჭოს თავმჯდომარემ, მედიცინისა და ფიზიოლოგიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა რამაზ ხეცურიანმა.
სხდომაზე მოხსენებით – „სულაჟერი – დაკვირვებები და კვლევები კოვიდ-19-ის წინააღმდეგ“, წარსდგა თსსუ პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრე თავართქილაძე. სულაჟერი წარმოადგენს ბიოლოგიურ პრეპარატს, რომელიც მიღებულია მცენარე Polygonum Cuspidatum-ის (დვალურა) დაშლით, აქტიური ნივთიერების განცალკევებით და შემდეგ თავიდან ნივთიერებათა სხვადასხვა კონცეტრაციების შეზავებით, რაც მას აქცევს უნიკალურ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კონცენტრატად, რომელიც ფლობს გარკვეულ ფარმაკოლოგიურ მოქმედებას, როგორც სხვა ფიტოპრეპარატები. სულაჟერი წარმოადგენს ფლავონოიდების, პოლიფენოლური ნაერთების, სტილბენების (რესვერატროლი) და სხვა ფიტოალექსინების, მელატონინის (და სხვა ამინომჟავები) ბუნებრივ კონცენტრატს.
რაც შეეხება მეორე მოხსენებას – „ნუტრიენტების როლი კოვიდ-19-ის მენეჯმენტში“, იგი წარმოადგინა თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმ-ენდოკრინოლოგმა ნინო ჭუმბურიძემ და დამსწრეთ წარუდგინა თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში ჩატარებული დაკვირვებების შედეგები. მან აღნიშნა, რომ -„საქართველოში covid-19-ის პანდემიის I ტალღის გამოცხადებისთანავე (2020წ. 26.02) სამხედრო ჰოსპიტალს ქ. თბილისის 3 წამყვან კლინიკასთან ერთად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ covid-19-ით ინფიცირებული პაციენტთა მიმღები ცენტრის სტატუსი მიენიჭა. მტკიცებითი ფიზიოლოგიური ანალიზის საფუძველზე დაყრდნობით covid-19-ის მკურნალობის სახელმწიფო გზამკვლევთან ერთად ჩვენი ჯგუფის მიერ დაინერგა შიდაჰოსპიტალური პროტოკოლი, რომელშიც გათვალისწინებული იქნა ამა თუ იმ ნუტრიენტის დადებითი მოქმედება covid-19-ით ინფიცირებულ პაციენტთა გამოჯანმრთელების საქმეში. შესაბამისად, 2020 წლის 04.05-დან კომპლექსურ მკურნალობაში დავამატეთ: 1) ვიტამინი D – 2000-5000 ს.ე (საერთაშორისო ერთეული). 2) თუთია (Zn) – 50მგ. 3) სელენიუმი (Se) – 200მგ. 4) ვიტამინი C – 3000-6000მგ., რამაც ჰოსპიტალიზაციის ვადები 7-14 დღით შეამცირა. აღნიშნული ინიციატივა „ჯანმოს“ მიერ (ვიტამინი D, Zn) ოფიციალურად იქნა აღიარებული და ჩვენი პრაქტიკიდან 5 თვის შემდეგ მსოფლიო გაიდლაინში შეტანილი შევქმენით და ჰოსპიტალის პრაქტიკაში დავნერგეთ გამოჯანმრთელებული და ბინაზე გაწერილი პაციენტების მართვის შიდა პროტოკოლი (პოსტკოვიდური მართვის გაიდლაინი), რაც ასევე წარმოადგენს ინოვაციურ მიდგომას, როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო კუთხით (04.05.2020)“.
სხდომის დასასრულს აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ქართველ მედიკოსთა მეტად საყურადღებო კვლევებს და მკვლევარები შესაძლო ოპონირებას არ უნდა შეუშინდნენ.
კამათში მონაწილეობა მიიღეს: აკადემიკოსებმა თინათინ სადუნიშვილმა, დავით მიქელაძემ, დიაბეტის ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რამაზ ყურაშვილმა, თსსუ ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ელზა ვაშაკიძემ და პროფესორმა ნიკო გოგაძემ.
2 ნოემბერი
ავტორები წარმატებით აგრძელებენ უაღრესად მნიშვნელოვან და პერსპექტიულ კვლევებს COVID -19- ის წინააღმდეგ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების „სულაჟერის“ კვლევების მიმართულებით. ვაქვეყნებთ მათ ინფორმაციას მიღებული შედეგების თაობაზე.
„სულაჟერი“ – დაკვირვებები და კვლევები COVID19-ის წინააღმდეგ