ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი

ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი

  • აპრილი 19, 2022

ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი, რომელიც ეხმარება სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრაში – სტრატეგიული სამეცნიერო თემებიდან ფუნქციონალურ პრიორიტეტებამდე

 

დაძმობილების პროექტმა მეცნიერებასა და ბიზნესს შორის კავშირების გასაძლიერებლად შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ერთად 2022 წლის 23-25 მარტს გამართა რამდენიმე ინტერვიუ ფოკუს ჯგუფებში. შეხვედრაზე  სხვადასხვა  კლასტერის, ასოციაციისა და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს მეცნიერებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის შესაძლო თემები, რომლებიც დაეხმარება საზოგადოების მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში.   „ეს შეხვედრები იქნება მეცნიერებასა და ბიზნესს, ან თუნდაც, ზოგადად, საზოგადოებას შორის, უფრო მჭიდრო კავშირებისთვის საქართველოში საჭირო პოტენციალის გამოსავლენად ძალიან კარგი შესაძლებლობა.  ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ მიუხედავად დაბრკოლებებისა, რომლებიც ზოგადად არსებობს მეცნიერებასა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის კუთხით, ჩვენ შევძლებთ პერსპექტიული სფეროების და თანამშრომლობის გზების გამოვლენას და ამისათვის, თუ საჭირო გახდება,  გავცემთ მითითებებს მეცნიერების დარგში სისტემური ცვლილებების აუცილებლობაზე“  -აღნიშნა პროექტის ლიდერმა, ვოლფგანგ პოლტმა, იოანეუმ კვლევითი ინსტიტუტიდან (ავსტრია).

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ჯაბა სამუშიამ, აღნიშნა, რომ სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საგრანტო კონკურსების და ზოგადად ფონდის განვითარებისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, სადაც განიხილეს ბოლო ათწლეულის მნიშვნელოვანი სამეცნიერო მოვლენები საქართველოში და სხვადასხვა დარგის აკადემიკოსების საქმიანობა, რომელიც მნიშვნელოვანია მეცნიერებასა და ბიზნესის თანამშრომლობისთვის. “ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ გამოავლინა საქართველოში მიმდინარე ტექნოლოგიური განვითარების მნიშვნელობა. მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა, ქვეყანაში მაინც სახეზე გვაქვს ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების პროცესი სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით. ეს ინოვაციური ტექნოლოგიები საინტერესოა პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით და უნდა გახდეს მეცნიერებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის საგანი“-აღნიშნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ.

მეტი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით :

  • ინეს გავარანე, ევროკავშირის თვინინგის პროექტის ,,ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ რეზიდენტი მრჩეველი”, gavarane@du.lv