III საერთაშორისო ქართველოლოგიურ-კავკასიოლოგიური კონგრესი

III საერთაშორისო ქართველოლოგიურ-კავკასიოლოგიური კონგრესი

  • ოქტომბერი 10, 2022

მიმდინარე წლის 3-5 ოქტომბერს გაიმართა III საერთაშორისო ქართვე­ლო­ლოგიურ-კავკასიოლოგიური კონგრესი, მიძღვნილი აკად. თ. გამყრელიძის იუბილესადმი. ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი. კონგრესი ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეც­ნიერო ფონდის საგრანტო დაფინანსებით.

კონგრესი გაიხსნა და პირველი პლენარული სხდომა გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. კონგრესის მუშაობა გახსნა აკადემიის პრე­ზიდენტმა აკად. გ. კვესიტაძემ. მონაწილეებს სამუშაო გეგმა გააცნო აკა­დემიის ვიცე-პრეზიდენტმა, კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდო­მარემ აკად. რ. მეტრეველმა.

მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტრო­პოლიტი ანანია (ჯაფარიძე), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნ. მიცკევიჩი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერ­სიტეტის რექტორი პროფ. გ. შარვაშიძე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი აკად. ჯ. სამუშია.

სექციების სხდომები ჩატარდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში.

სექციების გაერთიანებული სხდომა მიეძღვნა აკად. მ. ლორთქიფანიძის 100 წლისთავს. გაიხსნა მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი გამოფენა.

აღსანიშნავია კონგრესის წარმომადგენლობითი ხასიათი. მის მუშაობაში ქართ­ველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საფრანგეთის, ბრიტანეთის, გერ­მანიის, იტალიის, პოლონეთის, შვედეთის, უკრაინის, რუმინეთის, რუსეთის, ავსტრა­ლიის, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, აზერბაიჯანის, სომხეთის უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებში მოღვაწე ქართველოლოგებმა და კავკასიოლოგებმა.

მრავალფეროვანი იყო კონგრესის თემატიკაც, რომელმაც მოიცვა საქართველოსა და კავკასიის ხალხთა ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ენების, ლიტერა­ტურის, ხელოვნებათმცოდნეობისა და ა.შ. აქტუალური პრობლემები.

კონგრესის მუშაობამ მაღალ ორგანიზაციულ დონეზე ჩაიარა. მისი შედეგები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამამულო და უცხოური ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის განვითარებაში.

თეზისები