უსაფრთხოების ახალი ტექნოლოგიები 6G ქსელებისთვის
- დეკემბერი 22, 2022
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს რამაზ ხუროძის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების სერგო შავგულიძის და მამუკა ჩხაიძის თანაავტორობით გამოვიდა მონოგრაფია „უსაფრთხოების ახალი ტექნოლოგიები 6G ქსელებისთვის“, რომელიც მომზადებულია უახლეს პუბლიკაციებსა და სამეცნიერო მიღწევებზე დაყრდნობით. წიგნი სასარგებლო იქნება და დახმარებას გაუწევს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების დარგში მომუშავე სპეციალისტებს, აკადემიურ პერსონალს, ბაკალავრიატის მაღალი კურსის სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.