სამეცნიერო კონფერენცია მარტვილში „დავით აღმაშენებლისა და გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ეპოქა“
- სექტემბერი 28, 2023
2023 წლის 24 სექტემბერს მარტვილის რაიონში ჭყონდიდელობის საეკლესიო-სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, გივი ელიავას სახელობის მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის თაოსნობით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, ჭყონდიდის ეპარქიამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთობლივად ჩაატარა სამეცნიერო კონფერენცია: „დავით აღმაშენებლისა და გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ეპოქა“.
კონფერენცია გახსნა და დალოცა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი).
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა:
აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გენერალური მრჩეველი;
რომან რურუა – ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, მარტვილის საპატიო მოქალაქე;
აკადემიკოსი მიხეილ ჯიბუტი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი;
თორნიკე ჯანაშია – მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი;
მიხეილ ჩიქობავა – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი
ავთანდილ ფაილოძე – ისტორიკოსი, ხონის აკადემიკოს ირ.აბაშიძის სახლ-მუზეუმის დირექტორი;
პროფესორი მალხაზ ბაძაღუა – წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის თანადამფუძნებელი – რექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის მრჩეველი, რომელმაც მუზეუმს აკადემიისა და ბაძაღუათა საგვარეულო კავშირის სახელით საჩუქრად გადასცა თანამედროვე ქართული მხატვარ დავით ბაძაღუას მიერ შესრულებული ფერწერული ტილო „გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი“.
მოხსენებებით გამოვიდნენ:
აკადემიკოსი – რამაზ გახოკიძე, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მარტვილის საპატიო მოქალაქე – „ქიმიურ ტექნოლოგიების საწყისები ძველ კოლხეთში“;
მამუკა თვალაძე, მარტვილის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი – „მარტვილი-ჭყონდიდი“;
ნანა კირთაძე, გივი ელიავას სახელობის მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდის მთავარი მცველი – „სამუზეუმო ცხოვრების კვალდაკვალ“.
პროფესორი მალხაზ ბაძაღუა – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.
სამართლის დოქტორი მიხეილ ბაძაღუა – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი – „გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი მართლმსაჯულების მართვის სათავეში“.
კონფერენციის მუშაობა შეაჯამა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ, რომელმაც კონფერენციის მონაწილეები დააჯილდოვა სიგელებითა და მადლობის ბარათებით.
კონფერენციის მონაწილეთა ჯგუფმა სალხინოს დადიანების სასახლის ეზოში დაათვალიერეს აკადემიკოს რამაზ გახოკიძის მიერ გადარჩენილი ბზის ასწლიანი ბუჩქები.