საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები ოქროს მედლით დაჯილდოვდნენ
- ოქტომბერი 9, 2023
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის თავმჯდომარეობით აკადემიური საბჭოს სხდომა გაიმართა. აკადემიური საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე, საინჟინრო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ელგუჯა მეძმარიაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრები.
სტუ-ის რექტორმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მიღწევებისთვის, ახალგაზრდების აღზრდაში გაწეული დიდი წვლილისთვის, სტუ-ის რექტორი 1994-2007 წლებში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი, ღირსების ორდენის კავალერი, რამაზ ხუროძე, ასევე: ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენების კავალერი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, აკადემიკოს-მდივანი, სტუ-ის პროფესორი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედლით, ხოლო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი სოლომონ პავლიაშვილი „ოქროს მედლით“ დააჯილდოვა.
სტუ-ის ინფორმაციით, დავით გურგენიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, კოლეგებს მხარდაჭერისა და უნივერსიტეტის ცნობადობის ამაღლების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.