მეცნიერების მსოფლიო დღე

მეცნიერების მსოფლიო დღე

  • ნოემბერი 13, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ტრადიციისამებრ, 2024 წლის 11 ნოემბერს,  მეცნიერების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საზეიმო სხდომაზე დარგში წარჩინებულ მეცნიერებს აკადემიის საპატიო სიგელები გადაეცათ. სპეციალურად ამ დღისთვის კი  გაზეთის ერთჯერადი ნომერი გამოიცა.

ღონისძიება შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. „მეცნიერების საერთაშორისო დღეს ვულოცავ ყველა ჩვენს კოლეგას. დღეს შეიძლება გადაჭრით ითქვას, რომ ქართველი მეცნიერები, მიუხედავად გარ­კვეული სირთულეებისა, ერთგულად დგანან ქვეყნის სამსახურში. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ყოველმხრივ ცდილობს საქართველოს ყველა სამეცნიერო უჯრედის კონსოლიდირებას, ყველა სამეცნიერო მიმართულების, ყველა დარგის განვითარებას.

ახალ ვითარებაში მეცნიერება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. იგი ქვეყნის საერთო პოლიტიკის ფრიად არსებითი ნაწილია, ის ფაქტორია, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე ახდენს გავლენას. მიმაჩნია, რომ თანამედროვე პირობებში სახელმწიფო პოლიტიკის წარმა­ტების გარანტი შეიძლება გახდეს მეცნიერებისა და განათლების პრიორი­ტეტულობის რეალიზაცია“ – აღნიშნა ბატონმა როინმა.

2001 წელს „იუნესკოს“ მიერ დაფუძნებული მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის, ყოველწლიურად აღინიშნება 10 ნოემბერს მსოფლიოს მასშტაბით. ეს დღე დაარსდა მეცნიერების მსოფლიო კონფერენციის შედეგად, რომელიც ასევე „იუნესკოს“ ეგიდით ჩატარდა ბუდაპეშტში (უნგრეთი) 1999 წელს, მეცნიერების საერთაშორისო კავშირის მიერ. ყოველწლიურად ამ თარიღის აღნიშვნა ემსახურება იმ მიზანს, რომ გააცნოს საერთაშორისო საზოგადოებრიობას მეცნიერების როლის აუცილებლობა; ეწყობა სხვადასხვა ღონისძიებები, რათა მოქალაქეები ინფორმირებულები იყვნენ მეცნიერების განვითარების ამა თუ იმ საკითხებში. ამგვარად, მეცნიერების მსოფლიო დღე ეხმარება მეცნიერებს აჩვენოს ფართო საზოგადოებას რა ადგილი უკავია მას ყოველდღიურ ცხოვრებაში. დაარსების დღიდან, მეცნიერების მსოფლიო დღეს, ხორციელდება კონკრეტული პროექტები, რომლებიც გარკვეულ კავშირებს და ხიდებს აგებენ მეცნიერებასა და საზოგადოებას შორის. ამ მოვლენის პარტნიორები არიან „იუნესკოს“ ეროვნული კომისიები, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციები, პროფესიული ასოციაციები და მეცნიერული კვლევის ცენტრები; ისინი ყოველწლიურად მონაწილეობას იღებენ ამ ღონისძიების აღნიშვნაში და წარმატებასაც აღწევენ. ამგვარად, ეს დღე ემსახურება მეცნიერების გავითარების ეტაპების გაცნობას ფართო საზოგადოებისათვის და მისი მნიშვნელობის წარმოჩენას.

იუნესკოს ეგიდით წლეულს მეცნიერების მსოფლიო დღე ეძღვნება იმას, თუ რატომ არის მეცნიერება მნიშვნელოვანი – გონების ჩართულობა და მომავალი შესაძლებლობების განვითარება. ამასთან დაკავშირებით, წელს „იუნესკო“ აწყობს ვებინარს დარგის ექსპერტებთან ერთად, რათა ხაზი გაუსვას მეცნირების მნიშვნელოვან როლს საზოგადოებაში და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

2023 წლის აგვისტოში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ (UNGA) 2024-2033 წლები გამოაცხადა მდგრადი განვითარების მეცნიერებათა საერთაშორისო ათწლედად. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გლობალურ ძალისხმევაში, რათა გამოიყენონ სამეცნიერო ცოდნა მდგრადი მომავლისთვის. იუნესკოს ხელმძღვანელობით, ეს ათწლეული მიზნად ისახავს სამეცნიერო დისციპლინების ფართო სპექტრის მობილიზებას, მათ შორის საბაზისო და გამოყენებითი მეცნიერებების, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების, აგრეთვე ინტერდისციპლინარული და განვითარებადი სფეროების, რათა ხელი შეუწყოს ტრანსფორმაციულ ცვლილებებს საზოგადოებებში, ეკონომიკასა და გარემოში.

ღონისძიების დასასრულს სიტყვით გამოვიდნენ და მეცნიერების მსოფლიო დღე კოლეგებს მიულოცეს აკადემიკოსებმა: თინათინ სადუნიშვილმა, რამაზ ხეცურიანმა, გია ჯაფარიძემ და საქართველოს წარმომადგენელმა „იუნესკოში“ ნათელა ლაღიძემ.

იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია საპატიო სიგელით აჯილდოებს:

  1. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ მაია ანდრონიკაშვილს სემიტო­ლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
  2. ფილოსოფიის აკადემიურ დოქტორ ვლადიმერ ასათიანს ესთეტიკისა და ხელოვნების დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
  3. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორ რევაზ ბალანჩივაძეს ფილოსოფიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
  4. დოქტორანტ კახაბერ ბერიას კარდიოქირურგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
  5. გეოლოგიის აკადემიურ დოქტორ გიორგი ბერიძეს გეოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
  6. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ მერაბ ბერიძეს ისტორია-ფილოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
  7. ეკონომიკის დოქტორ ბადრი გეჩბაიას ეკონომიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
  8. ფიზიკა-მათემატიკის დოქტორ მაია გრიგოლავას ბიოფიზიკის განვი­თარებაში შეტანილი წვლილისათვის
  9. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ ალექსანდრე დაუშვილს ისტორიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
  10. ქიმიის აკადემიურ დოქტორ ქეთევან ებრალიძეს ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთთა ქიმიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
  11. ქიმიის აკადემიურ დოქტორ თამარ თათრიშვილს მაღალმოლე­კულურ ნაერთთა ქიმიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
  12. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ ნინო ვეფხვაძეს პრევენციული მედიცინის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
  13. მედიცინის აკადემიურ დოქტორ მანანა კაკაბაძეს სამედიცინო მორფოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
  14. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ მურმან კვარაცხელიას ეკონომიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
  15. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ ირინე კვაჭაძეს სამედიცინო განათლების ორგანიზებაში შეტანილი წვლილისათვის
  16. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ მანანა კვაჭაძეს ირანისტიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
  17. პოლიტოლოგიის დოქტორ თამარ კიკნაძეს პოლიტოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
  18. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ ჯუმბერ კოპალიანს არქეოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
  19. ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორ ლევან მაკარაძეს ვეტერინარიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
  20. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორ მაია მანიას ხელოვნებათ­მცოდნეობის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
  21. მედიცინის აკადემიურ დოქტორ თეიმურაზ მიქელაძეს პედიატრიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
  22. აკადემიურ დოქტორ მაია მიქელაძეს ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
  23. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ სლავა მებონიას საინჟინრო მეცნიერებათა დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
  24. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ მედეა ნიორაძეს – არქეოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
  25. ფილოლოგიის დოქტორ ნანული ნოღაიდელს ენათმეცნიერების დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
  26. გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ იოსებ სალუქვაძეს გეოგრაფიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
  27. აკადემიურ დოქტორ ნელი საპოჟნიკოვას ფიზიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
  28. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორ მარია სილაგაძეს კვების ტექნოლო­გიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
  29. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ შალვა სიხარულიძეს მცენარეთა მრავალფეროვნების დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
  30. სოფლის მეურნეობის აკადემიურ დოქტორ ზაირა ტყებუჩავას მემცენარეობის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
  31. ფიზიკა-მათემატიკის აკადემიურ დოქტორ ჯემალ ქირიას გეოფიზიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
  32. ბიოლოგიის დოქტორ ლალი ქუთათელაძეს მიკრობიოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
  33. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ ირინე ღამბაშიძეს არქეოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
  34. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ ვლადიმერ ღლონტს ეკონომიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
  35. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორ შაქრო ყანჩაველს ფიტოპათოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
  36. ისტორიის დოქტორ ნაილა ჩელებაძეს ეთნოლოგიის დარგში სამეცნიერო მოღწევებისათვის
  37. ეკომიკის მეცნიერებათა დოქტორ ნიკოლოზ ჩიხლაძეს ეკონომიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
  38. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ გიგლა წურწუმიას ელექტროქიმიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
  39. აკადემიურ დოქტორ რევაზ ჭანიშვილს ასტროფიზიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
  40. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ანა ხარანაულს ძველი ქართული თარგმანისა და ბიბლიის ფილოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევე­ბისათვის
  41. აკადემიურ დოქტორ მამუკა ჯიბლაძეს მათემატიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის