
მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე
- თებერვალი 13, 2025
2015 წლის 22 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, 11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ეს გახლდათ ერთგვარი მოწოდება რათა მეცნიერებასა და განათლებაში ხელი შეეწყოთ ქალების თანასწორ განვითარებას. სწორედ ეს მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნა მიმდინარე წლის 11 თებერვალს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, რომელიც საზეიმოდ გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. ღონისძიების ორგანიზატორი ასევე იყო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ააიპ საქართველოს ქალთა საბჭო. აღნიშნული დღის მიზანი იყო მეცნიერებაში მოღვაწე ქალების და მათ შორის ახალგაზრდა მკვლევარების წარმოჩენა, მხარდაჭერა და მათი საქმიანობის თანადგომა და წახალისება.
ბატონმა როინ მეტრეველმა მოწვეულ სტუმრებს მიულოცა აღნიშნული დღე და ვრცლად ისაუბრა საქართველოში ქალთა და გოგონათა შესაძლებლობებზე, გასული საუკუნეებიდან დღემდე.
აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა მოწვეულ სტუმრებს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ვრცლად ისაუბრა საქართველოში მოღვაწე მეცნიერ ქალების როლზე. რომელმაც მათ აკადემიის სახელით აღუთქვა ხელშეწყობა და მხარდაჭერა მომავალ საქმიანობაში. მოწვეულ სტუმრებს ასევე მიესალმა და აღნიშნული დღე მიულოცა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ააიპ საქართველოს ქალთა საბჭოს აღმასრულებელმა თავმჯდომარემ ქეთევან გაბრუაშვილმა, რომელმაც აკადემიის საპატიო სიგელით დაჯილდოებულ ქალბატონებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
საჩუქრებზე იზრუნეს საქართველოს ქალთა საბჭოსთან ერთად საქველმოქმედო ფონდ ‘’ავერსის ‘’დირექტორმა ქეთევან ნემსაძემ, კოორდინატორმა თეონა ქობალიამ და ფარმაცევტული კომპანია ‘’გეფას’’- წარმომადგენლებმა მაკა ოთარაშვილმა და ლიკა გეთიამ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე, აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მეცნიერი ქალბატონები. საზეიმო ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს ქალთა საბჭოს წევრებმა, დუეტმა ქეთი თავშავაძის და საოპერო მომღერლის ბაია გრიგოლიას მონაწილეობით.
გაეროს მიერ დაწესებულ მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ:
- სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი თეა აბრამიშვილი მცენარეთა დაცვის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
- ქიმიის დოქტორი მარინა ავალიანი – არაორგანული ქიმიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
- ბიოლოგიის დოქტორი ნანული ამაშუკელი – ბიოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
- ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი რუსუდან ასათიანი – ენათმეცნიერების დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
- ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნანა გელაშვილი -აღმოსავლეთმცოდნეობის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
- სამთო მეცნიერებათა დოქტორი ნანა დოლიძე – სამთო მეცნიერებათა და გეოინჟინერიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
- ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნათელა დუნდუა – აღმოსავლეთმცოდნეობის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
- მათემატიკის დოქტორი დალი ზანგურაშვილი – მათემატიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
- ქიმიის დოქტორი მარინე ზაუტაშვილი – ფიზიკური ქიმიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
- ქიმიისა და ბიოლოგიური ინჟინერიის დოქტორი ლიანა თარგამაძე – ინჟინერიისა და ტექნოლოგიების დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
- მარინე თუშიშვილი – ქართული ენციკლოპედიის გამოცემაში შეტანილი წვლილისათვის
- ქიმიის დოქტორი ლაურა კვარაცხელია – ქიმიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
- ფილოლოგიის დოქტორი ხათუნა კუხალაშვილი – ფილოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
- ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნათელა ლაღიძე – მეცნიერებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის
- ეკონომიკის დოქტორი ნინო ლობჟანიძე – ეკონომიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
- მედიცინის დოქტორი ნინო ლომიძე – ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
- ლია მანიავა – ქართული ენციკლოპედიის გამოცემაში შეტანილი წვლილისათვის
- ლალი მოწონელიძე – ქართული ენციკლოპედიის გამოცემაში შეტანილი წვლილისათვის
- აგრონომიის დოქტორი თამარ ნარიმანიშვილი – აგრონომიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
- თამარ რუსიშვილი – ქართული ენციკლოპედიის გამოცემაში შეტანილი წვლილისათვის
- ფიზიკის დოქტორი, პროფესორი ეკატერინე სანაია – ფიზიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
- მთვარისა სილაგაძე – ქართული ენციკლოპედიის გამოცემაში შეტანილი წვლილისათვის
- ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნესტან სულავა – ქართული ლიტერატურის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
- აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი ეთერ ტყეშელიაძე – მიკრობიოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
- მედიცინის დოქტორი ეკა უბერი – პედიატრიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
- ფილოლოგიის დოქტორი ხათუნა ყანდაშვილი – ენათმეცნიერების დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
- გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი ელისო ყვავაძე – გეოლოგია-მინერალოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
- იზაბელა ჩარკვიანი – ქართული ენციკლოპედიის გამოცემაში შეტანილი წვლილისათვის
- ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი ნინო წერეთელი – გეოფიზიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
- გეოლოგია-მინერალოგიის დოქტორი ნანა ხუნდაძე – გეოლოგია-მინარალოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
- ეკონომიკის დოქტორი ჩარიტა ჯაში – ეკონომიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.
.