2025 წლის 9-10 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა მსოფლიოს წამყვანი გამომცემლობის „Springer Nature“-ის ცნობილი რეიტინგული ჟურნალის „Journal of Mathematical Sciences“ -ის გაფართოებული სარედაქციო კოლეგიის მესამე ღია სამუშაო შეხვედრა. პირველი შეხვედრა გაიმართა ერევანში, ხოლო მეორე კი ვენაში. ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის მიერ. მისი ერთ-ერთი ორგანიზატორია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტი ალექსანდრე მესხი. […]
გაგრძელება