
აკადემიკოს გივი გავარდაშვილის სამეცნიერო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში
- აპრილი 22, 2025
კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ქ. ფრესნო, კალიფორნიის შტატი, აშშ) ოფიციალური მიწვევით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი 2025 წლის 31 მარტიდან 9 აპრილის ჩათვლით მივლინებით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
მივლინების ძირითადი მიზანი იყო ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ,,მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის პროგრამის” (NATO SPS) ფარგლებში დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის (NATO) SPS G6028 ,,შავი ზღვის უსაფრთხოებისა და დაბინძურების რისკების კონტროლი ციფრული მოდელების გამოყენებით“ დირექტორებისა და პროექტის შემსრულებლების სამუშაო შეხვედრა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ: აშშ-დან – „ნატო“-ს პროექტის დირექტორი NPD – კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის (CSU) ირიგაციის ტექნოლოგიის ცენტრის (CIT) დირექტორი, დოქტორი ჩარლზ ჰაილიერი, ამავე ცენტრის დირექტორის მრჩეველი, აკადემიური დოქტორი ქეით ნ. ნორუმი, CSU-ს წყლის რესურსების პროპაგანდის განათლებისა და კვლევის მიმართულებით (CSU-WATER) პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი სტივ ბლუმენშაინი, CSU-CIT-ს ნიადაგისა და წყლის მიმართულების მეცნიერი ფლორენს კასელ შარმი, CIT-ს და კალიფორნიის წყლის ინსტიტუტის (CWI) საპატიო პროფესორი სერჯენტ გრინი, CSU-ს წყლის, ენერგიის და ტექნოლოგიების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ერიკ ჰადენი; საქართველოდან – „ნატო“-ს პროექტის თანადირექტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი და პროექტის ძირითადი შემსრულებელი, ასოცირებული პროფესორი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი კონსტანტინე ბზიავა.
კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი წარსდგა პრეზენტაციით „ზუმის“ რეჟიმით შემდგარ სამეცნიერო მუშა შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ასევე პროექტის თანადირექტორები 4 ქვეყნიდან: პროფესორი კადირ სეიჰანი(თურქეთი), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი მიხაილო იაცენუკი (უკრაინა), აკადემიური დოქტორი დრაგოს მარინი(რუმინეთი), პროფესორი ემილ ბურნავსკი( ბულგარეთი), რომელიც შეეხო პროექტის პირველი და მეორე ტრანშის ფარგლებში მეცნიერული სამუშაოების შესარულებას და მის საერთაშორისო მნიშვნელობას, კერძოდ, შავი ზღვის რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს. აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა პირველი და მეორე ტრანშის პერიოდში ჩატარებული მეცნიერული კვლევების საერთაშორისო მნიშვნელობასა და პროექტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ფოთის ეკოლოგიურ ბაზაზე შავი ზღვის მეცნიერული კვლევის ობსერვატორიის დაფუძნებაზე.
2025 წლის 8 – 9 აპრილს კალიფორნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირიგაციისა და ტექნოლოგიის ცენტრში ნატო-ს პროექტის სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პროექტის ბიუჯეტის შესრულებასა და მის განკარგვაზე შემდგომ პერიოდებში.
სამუშაო შეხვედრის პერიოდში პროექტის თანადირექტორმა, აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა წამოაყენა წინადადება, რომ 2025 წლის 14-16 ივლისს, როდესაც ქ. თბილისში გაიმართება მე-12 საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება სტუ-ს ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურენების ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს, ერთ-ერთი დღე კონფერენციის მსვლელობის პერიოდში დაეთმოს საერთაშორისო პროექტების (ნატო-ს, ევროკავშირის) შესრულების მდგომარეობას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პროექტის შემსრულებელი მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნებიდან: საქართველო, აშშ, უკრაინა, ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი და საბერძნეთი.
პროექტის დირექტორმა კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პროფესორმა ჩარლზ ჰაილიერმა მოიწონა აკადემიკოს გივი გავარდაშვილის წინადადება და დაპირდა მეცნიერებს, რომ აღნიშნულ საკითხს შეათანხმებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ,,მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის პროგრამის“ (NATO SPS) ხელმძღვანელთან ბრიუსელში.