ჩინეთის მეცნიერთა ვიზიტი მეცნიერებათა აკადემიაში
- ოქტომბერი 15, 2019
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2019 წლის 11 ოქტომბერს გაიმართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქ. იანტაის აბრეშუმის გზის ახალი და მაღალი ტექნოლოგიების პარკის ასოციაციის IV სხდომა სახელწოდებით – „აბრეშუმის გზის განვითარება მომავალში, ერთი სარტყელი, ერთი გზა“. კონფერენციის მონაწილეებს შესავალი და მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, ასევე, დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ჩჟან ჟენჩჟუნი – ქ. იანტაის აბრეშუმის გზის ახალი და მაღალი ტექნოლოგიების პარკის ასოციაციის გენერალური მდივანი. სხდომაში მონაწილეობას თავიანთი მოხსნებებით იღებდნენ, როგორც ჩინელი სტუმრები გუო ჟიგანგი (ლიაოჰენგის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული განვითარების ზონა), ჟან შიმინი (იანტაის ფარმაცევტული კვლევითი ინსტიტუტი), და ვანგ შიჭოუ (ზუსტი მიწათწარმოება, სასოფლო-სამეურნეო რობოტი), ასევე ქართველი მეცნიერები: აკადემიკოსები თამაზ ნატრიაშვილი (მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დამუშავებები მანქანათმშენებლობის სფეროში) და თინათინ სადუნიშვილი (მცენარეთა ბაქტერიული დაავადებები – დიდი გამოწვევა და კონტროლის პერსპექტივები).
ჩინეთის მეცნიერთა დელეგაციის ვიზიტი პირველი არ გახლავთ მეცნიერებათა აკადემიისთვის, სულ ახლახანს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიასთან. ორმხრივი მეცნიერული ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება.