ჩინელი მეცნიერების ვიზიტი მეცნიერებათა აკადემიაში
- ოქტომბერი 28, 2019
მიმდინარე წლის 24-27 ოქტომბერს, მეცნიერებათა აკადემიას ესტუმრა 6 კაციანი დელეგაცია ჩინეთის გუანდუნის საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის საბჭოდან ლი ჯიანგის ხელმძღვანელობით. ჩინელი მეცნიერების ვიზიტის მიზანი იყო ურთიერთობის გაღრმავება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა და გუანჯოუს პროვინციას შორის და 21-ე სამეცნიერო შეხვედრაზე მიწვევა, რომელიც ითვალისწინებს გამოცდილების ურთიერთგაზიარებას ჩინელ და უცხოელ სპეციალისტებს შორის. 25 ოქტომბერს მეცნიერებათა აკადემიაში შედგა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორ ჩინელი, ასევე ქართველი მეცნიერები აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის ხელმძღვანელობით.