ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის უნივერსიტეტთან
- ოქტომბერი 13, 2020
მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს მეცნიერებათა აკადემიაში შედგა ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა აკადემიასა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის.
აღიარებულია, რომ სამენციერო-ტექნოლოგიური პროგრესი საზოგადოების განვითარების, კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და სულიერი აღმავლობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. სწორედ ამის გათვალისწინებით, ორ მხარეს შორის მემორანდუმი ითვალისწინებს: თანამშრომლობას სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, სამეცნიერო-დისკუსიების, სიმპოზიუმების, კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების დაგეგმვა-ჩატარებას, საქართველოს მთავრობისთვის ერთობლივი წინადადებების შემუშავებას, სამენციერო სტატიების, მონოგრაფიების და სხვა ნაშრომების ექსპერტიზისა და რეცენზირების, ასევე სადოქტორო დისერტაციების თანახელმძღვანელობას, მხარეთა ერთობლივი შეთანხმებით, უნივერსიტეტის სათანადო კვალიფიკაციის თანამშრომლების მოწვევას აკადემიაში. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ერთობლივად შექმნილი კომისიის შეფასების საფუძველზე ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ფუნდამენტური თუ გამოყენებითი სახის თემებისა და პროექტების გამოვლენას, რომელთაც მიენიჭება „მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და კავკასიის უნივერსიტეტის პრემია“. აღნიშნული პრემია გადაეცემა მენციერს ან მეცნიერთა კოლექტივს და ასევე გადაეცემა ლაურეატის დიპლომი და ფულადი პრემია.
მემორანდუმი ხელმოწერილია ხუთი წლის ვადით ორივე მხარის მიერ; აკადემიის მხრიდან ხელს აწერს აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, ხოლო კავკასიის უნივერსიტეტის მხიდან დირექტორი კახა შენგელია.