საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია – 80
- თებერვალი 17, 2021
ეროვნული აკადემია – თავად დიდი აკადემიკოსი
საქართველოს მეცნიერება მეცნიერებათა აკადემიის 80 წლისთავზე
საქართველოს მენცირებათა ეროვნულ აკადემიას 2021 წელს დაარსებიდან 80 წელი შეუსრულდა. სწორედ ამ მნიშვნელოვან თარიღს ეძღვნება წერილების ციკლი, რომელიც 1 თებერვლიდან გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ იბეჭდება გაგრძელებებით და რომლის ავტორებიც არიან აკადემიის ამჟამინდელი პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე და ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი. წერილების ციკლი იბეჭდება რუბრიკით – „დროსთან და აზრთან ჭიდილში“.
მოგეხსენებათ, რომ საქართველოში განათლებასა და მეცნიერებას უძველესი დროიდან დიდი ტრადიცია აქვს, სწორედ ამ განხრით ამახვილებენ ყურადღებას ავტორები. წერილების სერიაში აღწერილია აკადემიის ისტორია მისი დასაბამიდან დღევანდელობამდე; ასევე, აკადემიის პრეზიდენტების ბიოგრაფიები, აკადემიკოსები, საპატიო აკადემიკოსები და ა. შ. ვფიქრობთ მკითხველისთვის ძალზედ საინტერესო იქნება ამ წერილების ციკლის გაცნობა.