სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს სხდომა
- ოქტომბერი 14, 2021
მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა ახლადშემქნილი – სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს პირველი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა აკადემიკოსი რამაზ ხეცურიანი და თანათავმჯდომარეები, აკადემიკოსები – ზურაბ ქევანიშვილი და დავით მიქელაძე (სწავლული მდივანი ანდრია შილაკაძე). საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ აკადემიის წევრები და სამედიცინო დარგის ცნობილი წარმომადგენლები.
ზემოთხსენებული საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქცია არის: სხვა სამედიცინო და ბიოლოგიური პროფილის დაწესებულებებთან ერთად, სამედიცინო მუშაობის გარდაქმნისა და კოორდინაციის მიმართულებით წინადადებების დამუშავება და შესწავლა; ინოვაციური პროექტების განხილვა და განვითარება; პროექტების რეალიზება ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების თვალსაზრისით; შეისწავლოს ქვეყნის სამედიცინო, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-ტექნიკური და ინტელექტუალური პოტენციალის განვითარების მდგომარეობა და მისი გარდაქმნისა და გაუმჯობესების გზები; სჭიროების მიხედვით ჩამოაყალიბოს დროებითი კომისიები სხვადასხვა პრობლემური საკითხების შესწავლის და განვითარების ხელშეწყობის მიზნით; ასევე, რეკომედაციებისა და რჩევების მომზადება ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და განათლების სამინისტროების მუშაობის ოპტიმიზაციის თვალსაზრისით.
აღნიშნული საბჭოს სხდომა მიეძღვნა „თანამედროვე დემოგრაფიულ ვითარებას და რეპროდუქტოლოგიის აქტუალურ საკითხებს საქართველოში“. სხდომაზე მოსმენილ იქნა ხუთი მოხსენება, – „თანამედროვე დემოგრაფიული ვითარება საქართველოში“ (მომხსენებელი ანზორ თოთაძე, დემოგრაფი); „რეპროდუქტოლოგია საქართველოში“ (მომხსენებელი არჩილ ხომასურიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, „პროფ. ჟორდანიას და პროფ. ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის“ გენერალური დირექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპროდუქტოლოგიის და მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის პრეზიდენტი); „ინ-ვიტრო განაყოფიერება საქართველოში“ (მომხსენებელი ნატალია ხონელიძე, მედიცინის აკადემიური დოქტორი, მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, კლინიკის პროფესორი, კლინიკა „ლიდერმედის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი); „მამაკაცის ფაქტორი უნაყოფობასა და რეპროდუქციულ დანაკარგებში“ (მომხსენებელი თემურ გაგნიძე, მედიცინის აკადემიური დოქტორი, რეპროდუქტოლოგი, რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის „უნივერსის“ გენერალური დირექტორი, საქართველოს ანდროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი); „რეპროდუქციის დამხმარე ტექნოლოგიები- სიახლეები და პერსპექტივები“ (მომხსენებელი ქეთევან ოსიძე, მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, კლინიკა „ინოვა-ინ ვიტროს დირექტორი).
სდომის დასასრულს დაისვა შეკითხვები და გაიმართა დისკუსია.