არქივი

ქართველი ეკონომისტის აღიარება სამეფო ეკონომიკური საზოგადოების მიერ

  • მაისი 5, 2025

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ვლადიმერ (ლადო) პაპავა ეკონომიკურ მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის 2025 წლის 1 მაისიდან გახდა სამეფო ეკონომიკური საზოგადოების (დიდი ბრიტანეთი) ნამდვილი წევრი (Founding Fellow) (https://res.org.uk/the-royal-economic-society-announces-founding-fellows/?utm_campaign=Dotdigital&utm_medium=email&utm_source=Royal%20Economic%20Society&dm_i=7O8I,R2LS,1O14D3,2AC15,1). აკადემიკოსი ლადო პაპავა ამ პრესტიჟულიეკონომიკური პროფილის საზოგადოების რიგითიწევრი (Member) 2006 წლიდან იყო. სტატია სრულად

გაგრძელება

აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილს ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა

  • მაისი 5, 2025

„ბათუმობა  2025“  წლის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს  სოლომონ პავლიაშვილს, აჭარაში აკვაკულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ბათუმის საპატიო მოქალაქის  წოდება მიენიჭა. აკადემიკოსს ჯილდო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა  პირადად გადასცა. სტატია სრულად

გაგრძელება

ინტერვიუ აკადემიის წევრ-კორესპონდენტ მიხეილ ოკუჯავასთან

  • აპრილი 30, 2025

„პრაიმტაიმი“ ესაუბრა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილების წევრ-კორესპონდენტს მიხეილ ოკუჯავას. ინტერვიუ სრულად 

გაგრძელება

დიდი შემოქმედი

  • აპრილი 24, 2025

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 2025 წლის 22 აპრილს,  91 წლის ასაკში, გარდაიცვალა ზურაბ კონსტანტინეს ძე წერეთელი (დაიბადა 1934 წლის 4 იანვარს, თბილისში).ზურაბ წერეთელი გახლდათ დიდი ქართველი მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი,  სსრკ-ის სახალხო მხატვარი (1980), თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი (1983), ბროკპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (1997), რუსეთის ხელოვნებათა აკადემიის პრეზიდენტი. რუსეთის სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი (1989); რუსეთის შემოქმედებითი […]

გაგრძელება

აკადემიკოს გივი გავარდაშვილის სამეცნიერო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში

  • აპრილი 22, 2025

კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ქ. ფრესნო, კალიფორნიის შტატი, აშშ) ოფიციალური მიწვევით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი 2025 წლის 31 მარტიდან 9 აპრილის ჩათვლით მივლინებით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მივლინების ძირითადი მიზანი იყო ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ,,მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის პროგრამის” (NATO SPS) ფარგლებში დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის (NATO) […]

გაგრძელება

აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი აჭარის მუნიციპალიტეტების სკოლების მასწავლებლებს შეხვდა

  • აპრილი 15, 2025

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი აჭარის მუნიციპალიტეტების სკოლების  მასწავლებლებს შეხვდა, რომლებმაც პროგრამა „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” ტრენინგები წარმატებით გაიარეს. ღონისძიების ფარგლებში დამხმარე სახელმძღვანელო და სერტიფიკატი 153-ზე მეტ მასწავლებელს გადაეცა. სტატია სრულად  

გაგრძელება

14 აპრილი — დედაენის დღე

  • აპრილი 14, 2025

ტელეკომპანია «იმედის» სტუმარია ირაკლი აბაშიძის სახელობის ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მთავარი რედაქტორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ აბაშიძე.

გაგრძელება

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში

  • აპრილი 14, 2025

14 აპრილს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ენათმეცნიერებსა და პედაგოგებს, რომელთაც გამორჩეული წვლილი მიუძღვით ქართული ენის შენარჩუნება-განვითარების საქმეში, საპატიო ჯილდოები გადასცა. დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა და ქართული ენის დღე მიულოცა   საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა და […]

გაგრძელება

აკადემიკოს ლია მელიქიშვილის მოხსენება – სიტუაციური მოდელების როლი საზოგადოებრივ ცნობიერებაში

  • აპრილი 12, 2025

მიმდინარე წლის 10 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა საქართველოს ისტორიის საკითხების შესწავლის მიმართულების სამეცნიერო სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა.  სხდომაზე მოხსენებით – „სიტუაციური მოდელების როლი საზოგადოებრივ ცნობიერებაში“ გამოვიდა აკადემიკოსი ლია მელიქიშვილი. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, – ზოგადად, […]

გაგრძელება

ჯაბა სამუშია საერთაშორისო საგანმანათლებლო სამიტში (EURIE 2025) მონაწილეობს

  • აპრილი 10, 2025

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ჯაბა სამუშია სტამბულში მიმდინარე ევრაზიის უმაღლესი განათლების მე-10 სამიტში (EURIE 2025) მონაწილეობს, რომელიც წარმოადგენს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო საგანმანათლებლო ფორუმს. სტატია სრულად

გაგრძელება