მეცნიერებათა აკადემიაში 2020 წლის 3 ივნისს ჩატარდა პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის და კარანტინის გამოცხადების გამო აკადემიაში შეუძლებელი გახდა 2020 წლის 22 იანვარს გამოცხადებული აკადემიკოსების არჩევნების პროცესის გაგრძელება. 2020 წლის 13 მარტს აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით შეჩერდა აკადემიკოსების საარჩევნო პროცესი რამდენიმე თვით. ამჟამად გაუქმებულია საგანგებო […]
გაგრძელებაგანცხადება
- ივნისი 3, 2020