Monthly Archives: ივლისი 2020

აკადემიკოსი ვაჟა ოკუჯავა – 90

  • ივლისი 27, 2020

აკადემიკოს ვაჟა ოკუჯავას წელს 90 წელი შეუსრულდებოდა. ვაჟა ოკუჯავა იყო გამოჩენილი მეცნიერი, პედაგოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და საზოგადო მოღვაწე. ამგვარი აღიარება და წარმატება ეფუძნებოდა მის გამორჩეულ პიროვნულ ღირსებებს, კეთილშობილ ბუნებასა და ნიჭს.

გაგრძელება

აკადემიის საერთო კრება

  • ივლისი 16, 2020

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2020 წლის 15 ივლისს ჩატარდა აკადემიის საერთო კრება, რომელიც ტრადიციისამებრ გახსნა პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. კრებას თავმჯდომარეობდნენ აგრეთვე, ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი და აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე. საერთო კრების მთავარი და უმნიშვნელოვანესი საკითხი გახლდათ აკადემიის ნამდვილი წევრების – აკადემიკოსების არჩევნები. ხმის დამთვლელ კომისიას, რომელიც 16 წევრისაგან შედგებოდა, თავმჯდომარეობდა აკადემიკოსი ნოდარ მითაგვარია.  არჩევნები ჩატარდა […]

გაგრძელება

ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ივლისი 15, 2020

ცენტრის 2020 წლის 10 ივლისის სხდომაზე განხილული იქნა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტერდისციპლინური ინფორმატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მერაბ ახობაძის მოხსენება თემაზე:  „ურბანული სისტემების დაგეგმარებისა და მართვის თანამედროვე მეთოდები და საშუალებები“. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ქალაქებში  მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 51% ცხოვრობს, ხოლო  2050 წლისათვის  2/3-მდე იცხოვრებს. ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, საქართველოს ქალაქებში მიმდინარე სამშენებლო […]

გაგრძელება

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქართულიტვ-სთან

  • ივლისი 13, 2020

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2020 წლის 13 ივლისს შედგა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა „ქართულიტვ-სთან“. ღონისძიებას ესწრებოდნენ: პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე, „ქართულიტვ-ს“ დირექტორი გუბაზ მეგრელიძე, დირექტორის მოადგილე მანანა იმედაძე და აკადემიის უცხოეთთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ზინა ჯორბენაძე. ხელმოწერის ცერემონიალი მისასალმებელი სიტყვებით გახსნეს  აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ და „ქართულიტვ-ს“ დირექტორმა გუბაზ […]

გაგრძელება

აკადემიკოსი ოთარ ჯაფარიძე

  • ივლისი 13, 2020

ქართულმა მეცნიერებამ აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა, – გარდაიცვალა გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლმწიფო უნისვერისტეტის პროფესორი ოთარ ჯაფარიძე. ოთარ ჯაფარიძის მეცნიერული შემოქმედება მეტად მდიდარია. მისი ნაშრომები უმთარესად საქართველოსა და კავკასიის ბრინჯაოს ხანის კულტურის კვლევებისადმია მიძღვნილი. სავსებით კანონზომიერია, რომ ოთარ ჯაფარიძე აღიარებულია კავკასიის ბრინჯაოს  კულტურის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ […]

გაგრძელება

2019 წლის ანგარიში

  • ივლისი 9, 2020

აკადემიის საქმიანობის 2019 წლის ანგარშში წარმოდგე­ნილია აკადემიის პრეზი­დიუმის, პრეზიდენ­ტის, სამეცნიერო განყოფი­ლებების, აკადე­მი­ის განყოფილებებსა და პრეზიდიუმ­თან არსე­ბული კომისიების, ქარ­თუ­ლი ენციკლო­პედიის ირ. აბა­შიძის სა­ხელობის მთავარი სამეცნი­ერო რედაქციის, აკად. გ. წე­რეთლის სახელობის „ვეფხის­ტყაოსნის“ აკადემიური გამოცე­მისა და ქარ­თუ­ლი ენის თესაუ­რუსის კომიტეტის, აჭარის რეგი­ონული სა­მე­ც­ნიერო ცენტრის მი­ერ გაწეული საქმიანობის შედეგები.

გაგრძელება

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან

  • ივლისი 8, 2020

მიმდინარე წლის 8 ივლისს, მეცნიერებათა აკადემიაში მოეწყო ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიის წევრები და ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები. აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს, რომ აღნიშნული პოლიტიკა საქართველოს კანონმდებლობით განმტკიცებული სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მეცნიერების განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების შექმნა-გამოყენებას, მეცნიერების გარკვეული დარგების პრიორიტეტების დადგენასა და მათი განვითარების ხელშეწყობას, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების […]

გაგრძელება

ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ივლისი 3, 2020

ცენტრის 2020 წლის 3 ივლისის სხდომაზე განხილული იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ გელა ჯავახიშვილის მოხსენება: „უკუქცევით-წინსვლითი მოძრაობის ელექტრომაგნიტური ვიბროამგზნებების ინოვაციური მოდელები“. მოხსენებაში აღინიშნა, რომ უკუქცევით-წინსვლითი მოძრაობის ელექტრომაგნიტური ვიბროამგზნებების კონსტრუქციული შესრულების სიმარტივე, მომსახურეობის მოხერხებულობა, სრული ავტომატიზების შესაძლებლობა, მაღალი ენერგეტიკული და საექსპლოატაციო მაჩვენებლები განაპირობებს იმას, რომ აღნიშნული ვიბროამგზნებები სულ უფრო ფართოდ იქნეს გამოყენებული სხვადასხვა […]

გაგრძელება

საქართველოში მედიცინის აქტუალურ პროვლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • ივლისი 1, 2020

2020 წლის 30 ივნისს შედგა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალურ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის“ მეექვსე სხდომა, რომელიც მიეძღვნა უშვილობის პრობლემებს. სხდომა გახსნა კომისიის თავმჯდომარემ, პროფესორმა არჩილ ჩხოტუამ. მან ხაზი გაუსვა უშვილობის პრობლემის მნიშვნელობას საქართველოსთვის და აღნიშნა, რომ ეს არის მრავალწახნაგოვანი პრობლემა, რომელშიც იკვეთება მედიცინის, სოციოლოგიისა და დემოგრაფიის საკითხები. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები, აკადემიკოსები, დარგობრივი პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები. მომხსენებლებმა ყურადრება გაამახვილეს უშვილობის […]

გაგრძელება

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

  • ივლისი 1, 2020

2020 წლის 26 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,ვიქტიმოლოგიის აქტუალური საკითხები’’. კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა  და უძღვებოდა  აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე  – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი. კონფერენციიის მონაწილეებს მიესალმნენ : პროფესორი, დოქტორი მამუკა თავხელიძე -გრიგოლ […]

გაგრძელება