Monthly Archives: დეკემბერი 2020

წერილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან

  • დეკემბერი 22, 2020

ამ დღეებში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ ოფიციალური წერილი მიიღო ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტისგან, პროფესორ ჩუნლი ბაისგან იმის თაობაზე, რომ  იგი დაკავებულ თანამდებობას ტოვებს და თავის ადგილს უთმობს ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტს. აღსანიშნავია, რომ ჩინეთთან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას მრავალწლიანი სამეცნიერო ურთიერთობა აკავშირებს, ამის ნათელი დასტურია ის, რომ, ამ ბოლო წლების განმავლობაში […]

გაგრძელება

მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • დეკემბერი 7, 2020

2020 წლის 6 დეკემბერს შედგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალური პრობლემების შემსწავლელი კომისიის“ მერვე სხდომა, რომლის თემა იყო: „ფაგოთერაპია: ლაბორატორიიდან კლინიკამდე“. სხდომა ჩატარდა ონლაინ და მას ესწრებოდნენ კომისიის წევრები, აკადემიკოსები, დარგობრივი პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები. სხდომა გახსნა კომისიის თავმჯდომარემ, პროფესორმა არჩილ ჩხოტუამ. მან ხაზი გაუსვა რომ თანამედროვე მედიცინის უაღრესად აქტუალური […]

გაგრძელება

მნიშვნელოვანი გამოცემა

  • დეკემბერი 4, 2020

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამოცემულ ნაშრომში „ბავშვები – ტერორიზმის მომავალი“ ავტორი, ახალგაზრდა მეცნიერი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი დავით სუჯაშვილი, სამართლიანად ამახვილებს ყურადღებას საერთაშორისო დანაშაულობების, ტერორიზმის ჭრილში ბავშვებისა და ახალგაზრდა თაობის კიბერდამოკიდებულებასა და მის შესაძლო უარყოფით გავლენაზე. ხაზგასმით აღნიშნულია, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფებების მხრიდან მომავალ თაობაზე ორიენტირებულმა სტრატეგიამ ბავშვები, […]

გაგრძელება