Daily Archives: სექტემბერი 28, 2023

სამეცნიერო კონფერენცია მარტვილში „დავით აღმაშენებლისა და გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ეპოქა“

  • სექტემბერი 28, 2023

2023 წლის 24 სექტემბერს მარტვილის რაიონში ჭყონდიდელობის საეკლესიო-სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, გივი ელიავას სახელობის მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის თაოსნობით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, ჭყონდიდის ეპარქიამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთობლივად ჩაატარა სამეცნიერო კონფერენცია: „დავით აღმაშენებლისა და გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ეპოქა“. კონფერენცია გახსნა და დალოცა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი). კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა: აკადემიკოსი გიორგი […]

გაგრძელება

აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი აშშ-ს ბირთვული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა

  • სექტემბერი 28, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს ქრისტოფერ ჰანსონს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა შეაჯამეს 20-წლიანი ორმხრივი თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი. სოლომონ პავლიაშვილმა პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, რის შედეგადაც საქართველოში დაფუძნდა მარეგულირებელი ორგანო, გაუმჯობესდა ბირთვული უსაფრთხოება ისევე, […]

გაგრძელება