სხდომა საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდის იუნესკოს კულტურილი მემკვიდრეობის სიაში შეტანის საკითხზე
- ნოემბერი 28, 2022
საბჭოს სხდომა გაიმართა მიმდინარე წლის 22 ნოემბერს. საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეგიდით და მასში შევიდნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისა და სხვა სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საბჭომ შეისწავლა ლუდის ხარშვის ისტორია და კულტურა ფშავ-ხევსურეთში, თუშეთსა და ცხინვალის რეგიონში და მოამზადა ტრადიციული მთის ლუდის სპეციალური „სიწმინდის აქტი“, რომლის ამოცანაა – ყოველმხრივ შეუწყოს ხელი ტრადიციული ლუდის წარმოების კულტურის განვითარებას, კონკურენტუნარიანი სასმელის წარმოებასა და რეალიზაციას, ფალსიფიცირებული და უხარისხო პროდუქციისაგან სამომხმარებლო ბაზრის დაცვას. შეხვედრა გაგრძელება იყო იმ ნაყოფიერი მუშაობისა, რომელიც საბჭომ ჩაატარა, თუმცა გარკვეული დეტალები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ; აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე როინ მეტრეველი, აკადემიკოსები – სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, ავთანდილ არაბული, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გურამ ალექსიძე, სწავლულ ექსპერტთა რეესტრის მთავარი კონსულტანტი არამატერიალური მემკვიდრეობის საკითხებში მაკა თაქთაქიშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კველევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელოვნებათმცოდნეობისა და ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი ელდარ ნადირაძე.
სხდომა შეაჯამა აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, დაისახა სამომავლო გეგმები და პერსპექტივები.