მეცნიერების მსოფლიო დღე
- ნოემბერი 12, 2021
2001 წელს „იუნესკოს“ მიერ დაფუძნებული მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის, ყოველწიურად 10 ნოემბერს აღინიშნება მსოფლიოს მასშტაბით. ამ მხრივ, არც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაა გამონაკლისი და ჩვენც ტრადიციულად აღვნიშნავთ ამ მოვლენას. წლეულს მეცნიერების სხვადასხვა დარგში მოღვაწე წარმატებული 28 მეცნიერი დაჯილდოვდა აკადემიის საპატიო სიგელით. გამოჩენილ მეცნიერებს მიესალმნენ აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი და აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე.
მეცნიერების მსოფლიო დღე დაარსდა მეცნიერების მსოფლიო კონფერენციის მიერ, რომელიც „იუნესკოს“ ეგიდით ჩატარდა ბუდაპეშტში (უნგრეთი) 1999 წელს, მეცნიერების საერთაშორისო კავშირის მიერ. ყოველწლიურად ამ თარიღის აღნიშვნა ემსახურება იმ მიზანს, რომ გააცნოს საერთაშორისო საზოგადოებას მეცნიერების როლის მნიშვნელობა. ეწყობა ღონისძიებები, რათა მოქალაქეები მეტად იყვნენ ინფორმირებულები მეცნიერების განვითარების ამა თუ იმ საკითხებში. ამგვარად, მეცნიერების მსოფლიო დღე ეხმარება მეცნიერებს გააცნოს ფართო საზოგადოებას რა ადგილი უკავია მას ყოველდღიურ ცხოვრებაში. დაარსების დღიდან, მეცნიერების მსოფლიო დღეს, იხილება კონკრეტული პროექტები, რომლებიც გარკვეულ კავშირებს და ხიდებს ქმნიან მეცნიერებასა და საზოგადოებას შორის. ამ მოვლენის პარტნიორები არიან „იუნესკოს“ ეროვნული კომისიები, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციები, პროფესიული ასოციაციები და მეცნიერული კვლევის ცენტრები; ისინი ყოველწლიურად მონაწილეობას იღებენ ამ ღონისძიების აღნიშვნაში და წარმატებასაც აღწევენ. ამგვარად, ეს დღე ემსახურება მეცნიერების განვითარების ეტაპების გაცნობას ფართო საზოგადოებისთვის და მისი მნიშვნელობის წარმოჩენას.
მეცნიერება საზოგადოების სამსახურში
გლობალურმა პანდემიამ კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს მეცნიერების უდიდესი მნიშვნელობა, „იუნესკოს“ ეგიდით ჩატარდა ონლაინ-კონფერენცია, – „მეცნიერება საზოგადოებისთვის და ბრძოლა კოვიდ-19-თან“; წლეულს კი, ამ ღონისძიების ფარგლებში „იუნესკომ“ მოაწყო მრგვალი მაგიდა: – „მეცნიერება საზოგადოების სამსახურში“. აღსანიშნავია ისიც, რომ წლეულს, „იუნესკო“ დაარსებიდან 75 წლის იუბილეს აღნიშნავს.
გთავაზობთ იმ წარჩინებულ მეცნიერთა სიას, რომლებსაც აკადემიის საპატიო სიგელი გადაეცათ:
მედიცინის დოქტორი ვერიკო ბაზიარი მედიცინის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის; ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი ამირან ბიბილაშვილი ფიზიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის; აკადემიური დოქტორი ტურფა ბურბუთაშვილი მიკრობიოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის; მედიცინის დოქტორი თინათინ დაბრუნდაშვილი მედიცინის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნოდარ ემუხვარი მედიცინის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის; ფილოლოგიის დოქტორი ნინო ეჯიბაძე არაბისტიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი სერგო ვარდოსანიძე ისტორიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ელზა ვაშაკიძე მედიცინის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის; ისტორიის დოქტორი ვალერი ვაშაკიძე ისტორიის დარგში სამეცნიერო მოღწევებისათვის; მეცნიერებათა დოქტორი ვლადიმერ თვალიაშვილი ვეტერინარიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის; ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი ნოდარ ლეკიშვილი ელემენტორგანული ქიმიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის; გეოგრაფიის დოქტორი გულიკო ლიპარტელიანი კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის; მედიცინის დოქტორი გერმან ლომთათიძე კლინიკური მედიცინის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის; აკადემიური დოქტორი ინეზა მაისაია ბოტანიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის; ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ მაჩალაძე თერმოქიმიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ვლადიმერ მინაშვილი ფილოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის; აკადემიური დოქტორი ლელა მიქიაშვილი წყაროთმცოდნეობის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის; სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ცოტნე სამადაშვილი გენეტიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის; მეცნიერებათა დოქტორი დავით სუჯაშვილი სამართალმცოდნეობის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის; ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი ვაჟა ტარიელაძე მათემატიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის; გეოლოგიის დოქტორი ნინო ფოფხაძე გეოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის; მეცნიერი ალბინა ქაჯაია დერმატოლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის დარგში შეტანილი წვლილისათვის; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ლალი ღოღელიანი ჰიდროტექნიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის; ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ნიკოლოზ ჩიხლაძე ეკონომიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის; ეკონომიკის დოქტორი ვახტანგ ჭარაია ეკონომიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის; ქიმიის დოქტორი ნათელა ხეცურიანი ნავთობის ქიმიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის; პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ხონელიძე პოლიტოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი მიხეილ ჯანიკაშვილი მანქანათმშენებლობის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.