არქივი

პარლამენტარიზმის ისტორიის შემსწავლელი საერთაშორისო კომისიის წლიური კონფერენცია გაიმართა

  • სექტემბერი 17, 2026

2026 წლის 1-4 სექტემბერს, ესპანეთში, ბარსელონაში, გაიმართა პარლამენტარიზმის ისტორიის შემსწავლელი საერთაშორისო კომისიის (ICHRPI) 78-ე წლიური კონფერენცია. ეს კომისია ისტორიული მეცნიერებების საერთაშორისო კომიტეტის აფილირებული სამეცნიერო ორგანიზაციაა. კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო და მოხსენებით გამოვიდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის აპარატის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელმა, ისტორიის აკადემიურმა დოქტორმა, პროფესორმა პაატა სურგულაძემ.

გაგრძელება

ისტორიკოსთა მსოფლიო კონგრესი

  • სექტემბერი 10, 2026

2026 წლის 26-30 აგვისტოს გერმანიაში, ლაიფციგში, ჩატარდა ისტორიკოსთა მსოფლიო კონგრესი. მისი მთავარი თემა იყო: “ისტორიის წარსული, აწმყო და მომავალი”. კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო და მოხსენებით წარდგა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის აპარატის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი , ისტორიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი პაატა სურგულაძე. მან ასევე მონაწილეობა მიიღო ისტორიული მეცნიერებების საერთაშორისო კომიტეტის (CISH) გენერალური ასამბლეის მუშაობაში.

გაგრძელება

აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

  • ივლისი 22, 2026

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. ვიდეო იხილეთ ბმულზე.

გაგრძელება

საინჟინრო და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა VII საერთაშორისო კონგრესი (ICELIS 2026)

  • ივლისი 17, 2026

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია მასპინძლობს საინჟინრო და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა VII საერთაშორისო კონგრესს (ICELIS 2026) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისია მოხარულია გაცნობოთ, რომ მიმდინარე 2026 წლის 22-24 სექტემბერს აკადემია უმასპინძლებს უმაღლესი რანგის მრავალდარგობრივ სამეცნიერო ფორუმს – საინჟინრო და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა მე-7 საერთაშორისო კონგრესს (7th International Congress on Engineering and […]

გაგრძელება

V საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი

  • მაისი 24, 2026

V საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი 2026 წლის 22-23 მაისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, გაიმართა V საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი, მიძღვნილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85-ე საიუბილეო თარიღისადმი. კონგრესი, 22 მაისს, შესავალი სიტყვით მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ წელს აკადემიას 85 წელი შეუსრულდა და კონგრესიც სწორედ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს მიეძღვნა. ამის […]

გაგრძელება

აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

  • ოქტომბერი 18, 2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე გამართულ რიგით 25-ე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის მონაწილეებმა რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის ინოვაციური ტექნოლოგიის შესახებ იმსჯელეს. სტატია სრულად

გაგრძელება

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში მე-8 საერთაშორისო კონფერენცია – „ღვარცოფები – კატასტროფები, რისკი, პროგნოზი დაცვა“ მიმდინარეობს

  • ოქტომბერი 8, 2025

2025 წლის 6-10 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის, ღვარცოფების საერთაშორისო ასოციაციის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ორგანიზებით, ტარდება მე-8 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე -,,ღვარცოფები – კატასტროფები, რისკი, პროგნოზი დაცვა“. ინფორმაცია სრულად

გაგრძელება

საერთაშორისო კონფერენცია – „განათლება და მეცნიერება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: ინოვაციები, კვლევები და საერთაშორისო თანამშრომლობა

  • ოქტომბერი 2, 2025

2025 წლის 2 და 3 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით – „განათლება და მეცნიერება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: ინოვაციები, კვლევები და საერთაშორისო თანამშრომლობა“. ხსენებული კონფერენციის ორგანიზატორები არიან: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს „ ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისი. კონფერენციის ფორმატი ჰიბრიდულია და მასში მონაწილეობენ როგორც ქართველი, […]

გაგრძელება

აკადემიკოსი პაატა გუგუშვილი – 120

  • სექტემბერი 30, 2025

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საიუბილეო სხდომით აღინიშნა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და ცნობილი ეკონომისტის, აკადემიკოს პაატა გუგუშვილის დაბადებიდან 120 წლის იუბილე. დიდი ადამიანები მხოლოდ სიცოცხლეში გაკეთებული კარგი საქმეების გამო როდი არიან საზოგადოებისათვის სასარგებლონი. ისინი გარდაცვალების შემდეგაც თავიანთი ნამოღვაწარით სხვებს გზას უნათებენ და შთააგონებენ კეთილ საქმეთა კეთებას. სწორედ ასეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა აკადემიკოსი პაატა­ გუგუშვილი. […]

გაგრძელება

საერთაშორისო კონფერენცია – „ეკოლოგიის თანამედროვე პრობლემები“

  • სექტემბერი 23, 2025

მიმდინარე წლის 22 სექტემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიხსნა რიგით XII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ეკოლოგიის თანამედროვე პრობლემები“, რომელიც მიეძღვნა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძის ნათელ ხსოვნას და მის 95 წლის იუბილეს. კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა ბატონი ჯუმბერის მოწაფემ, კონფერენციის თავმჯდომარემ, ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორმა, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა თეიმურაზ ადეიშვილმა. კონფერენციაზე […]

გაგრძელება