საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, უკრაინაში ომის დაწყების უმალ, თანაგრძნობა გამოუცხადა უკრაინელ მეცნიერებს, სრულიად უკრაინის მოსახლეობას. აკადემიას სისტემატიური კონტაქტები აქვს უკრაინელ კოლეგებთან. მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძეს უშუალო ურთიერთობა აქვს უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობასთან (ხშირი კავშირი ვიცე-პრეზიდენტთან აკადემიკოს სერგეი კომისარენკოსთან). საჭირო შემთხვევაში მეცნიერებათა აკადემია მზადაა ყოველმხრივი (მეცნიერული, ყოფითი) დახმარება გაუწიოს კოლეგებს.
გაგრძელებასოლიდარობა უკრაინას და უკრაინელ მეცნიერებს
- აპრილი 8, 2022