Monthly Archives: მაისი 2022

წიგნის – საქართველოს აგრარული კულტურა – წარდგინება

  • მაისი 28, 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ გამოიცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტსა და საქართველოს ეროვ­ნულ ბოტანიკურ ბაღთან ერთად მომზადებული მონოგრაფია – „საქართველოს აგრარული კულტურა“. წიგნის ავტორები გახლავთ: აკადემიკოსი თინათინ სადუნიშვილი, გენე­ტიკოსი, ეთნობოტანიკოსი, აკადემიური დოქტორი ინეზა მაისაია, ბოტანიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ქეთევან ბაცაცაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი შალვა სიხარულიძე და  საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი […]

გაგრძელება

ქართველოლოგიურ-კავკასიოლოგიური III საერთაშორისო კონგრესი

  • მაისი 28, 2022

პატივი გვაქვს გაცნობოთ, რომ III საერთაშორისო ქართველოლოგიურ-კავკასიოლოგიური კონგრესი  გაიმართება საქართველოში, თბილისში, 2022 წლის 3-5 ოქტომბერს კონგრესი ეძღვნება გამოჩენილი ენათმეცნიერის, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის ხსოვნას. კონგრესი იმუშავებს რამდენიმე ძირითადი მიმართულებით: ქართული და კავკასიური ენების სტრუქტურა და ისტორია; აღწერითი, შედარებითი და ტიპოლოგიური კვლევები; ისტორია და წყაროთმცოდნეობა; ისტორიული გეოგრაფია და დემოგრაფია; ქართულ-კავკასიურ სიძველეთა კვლევა და არქეოლოგია; ეთნოლოგია; კულტუროლოგია; კულტურის […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • მაისი 26, 2022

2022 წლის 20 მაისის სხდომაზე განხილული იქნა  საქართვე­ლოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტის დირექტორის, აკადემიკოს  რამაზ ქაცარავას მოხსენება: „პოლიმერული ბიომიმეტიკები – დიზაინი და პრაქტიკული გამოყენება“, რომელიც მიეძღვნა ინოვაციური მასალების – ამინომჟავური პოლიმერების, ე.წ. ბიომიმეტიკების შექმნას, შესწავლასა და კომერციალიზაციას.   აღინიშნა, რომ სინთეზური პოლიმერების მნიშვნელოვანი ნაკლია მათი მდგრადობა ქიმიური თუ ბიოლოგიური დაშლის მიმართ, რაც წარმოადგენს […]

გაგრძელება

რეზო ადამიას წიგნის წარდგინება

  • მაისი 19, 2022

მხატვრის თვალით დანახული დიდი მწერალი – კონსტანტინე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 17 მაისს გაიმართა მწერალ და მხატვარ რეზო ადამიას წიგნის, – „კონსტანტინე“ – წარდგინება; წიგნის რედაქტორია აკადემიკოსი როინ მეტრეველი. ღინისძიება ორგანიზებული იყო აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის მიერ. სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ: აკადემიკოსი როინ მეტრეველი, პროფესორები: ლევან ღვინჯილია, გოგი გოგოლაშვილი და […]

გაგრძელება

ილია ვეკუა – 115

  • მაისი 15, 2022

შესრულდა 115 წელი გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, მსოფლიოში აღიარებული მათემატიკოსისა და მექანიკოსის, აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადებიდან. 1907 წლის 23 აპრილს (6 მაისს) საქართველოს თვალწარმტაცი მხარის – აფხაზეთის  სოფელ შეშელეთში, ნესტორ ვეკუასა და ლიზა აბშილავას ოჯახში გაჩნდა ვაჟი, ილიკო, რომელსაც ბედმა არგუნა გამხდარიყო ქართული მათემატიკური სკოლის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი, გამოჩენილი მეცნიერი და მეცნიერების ორგანიზატორი, თბილისის […]

გაგრძელება

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა

  • მაისი 15, 2022

ბედისწერის დანაღმულ ველზე დღემდე უცნობი ქართველი ავტორის, კატი (ეკატერინე-ჩიჩი) დადეშქელიანის (1890-1977) მემუარების ქართულ ენაზე თარგმნა და  გამოცემა, ჩვენი კულტურულ-სამეცნიერო და ლიტერატურული   ცხოვრების მნიშვნელოვანი  მოვლენაა, სწორედ ამ მოვლენას მიეძღვნა მეცნიერებათა აკადემიაში, მიმდინარე წლის 5 მაისს გამართული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა. სხდომაზე წარმოდგენილი იყო მწერლისა და მთარგმნელის ქეთევან ტომარაძის წიგნის – კატი […]

გაგრძელება

შავი და ხმელთაშუა ზღვების ცივილიზაციათა შემსწავლელი კომისიისა და ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის გაერთიანებული სხდომა

  • მაისი 15, 2022

2022 წლის 5 მაისს პლატფორმა „ზუმის“ მეშვეობით გაიმართა  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან მოქმედი „შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონის ცივილიზაციათა შემსწავლელი კომისიისა“ და „ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის“  გაერთიანებული სხდომა, რომელსაც უძღვებოდა  ასოციაციის პრეზიდენტი, აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე. სხდომაზე, მოხსენებით -„ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმის ახლებური ინტერპრეტაცია“ – წარსდგა ნეაპოლის აღმოსავლეთმცოდნეობის უნივერსიტეტის პროფესორი გაგა შურღაია. თავის გამოსვლაში ავტორმა  განიხილა […]

გაგრძელება

ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის პროფესორ ევა ზაჟიმალოვას ვიზიტი

  • მაისი 4, 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას მიმდინარე წლის 2 მაისს ფრიად საქმიანი და საინტერესო ვიზიტით ეწვია ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი ევა ზაჟიმალოვა და სენატორი, ჩეხეთის პარლამენტის განათლების, კულტურისა და ადამიანთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე ირჟი დრაჰოსი. სტუმრებს უმასპინძლა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა და აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა რამაზ ხუროძემ; შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: აკადემიკოსები […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • მაისი 4, 2022

2022 წლის 29 აპრილის სხდომაზე განხილული იქნა  პროფესორ არჩილ ჭირაქაძის (სტუ, სსც „საინჟინრო-ფიზიკური პრობლემების ინსტიტუტი“-ს  დირექტორი, თსუ, ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი) და აკადემიკოს ნოდარ მითაგვარიას მოხსენება თემაზე: „ინფიცირებისგან დაცვის აქტიური ინდივიდუალური და კოლექტიური საშუალებები და დაავადების სამკურნალო  მოდალობები“. მომხსენებელმა განიხილა ნანოგანზომილებიანი მასალების, თხევადი კრისტალების,  ფოტოსენსიბილიზატორების  და ანტიმიკრობული ფარმაცევტული პრეპარატების საფუძველზე კორონავირუსისგან დაცვის ინდივიდუალური საშუალებებისა […]

გაგრძელება