Daily Archives: მაისი 15, 2022

ილია ვეკუა – 115

  • მაისი 15, 2022

შესრულდა 115 წელი გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, მსოფლიოში აღიარებული მათემატიკოსისა და მექანიკოსის, აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადებიდან. 1907 წლის 23 აპრილს (6 მაისს) საქართველოს თვალწარმტაცი მხარის – აფხაზეთის  სოფელ შეშელეთში, ნესტორ ვეკუასა და ლიზა აბშილავას ოჯახში გაჩნდა ვაჟი, ილიკო, რომელსაც ბედმა არგუნა გამხდარიყო ქართული მათემატიკური სკოლის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი, გამოჩენილი მეცნიერი და მეცნიერების ორგანიზატორი, თბილისის […]

გაგრძელება

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა

  • მაისი 15, 2022

ბედისწერის დანაღმულ ველზე დღემდე უცნობი ქართველი ავტორის, კატი (ეკატერინე-ჩიჩი) დადეშქელიანის (1890-1977) მემუარების ქართულ ენაზე თარგმნა და  გამოცემა, ჩვენი კულტურულ-სამეცნიერო და ლიტერატურული   ცხოვრების მნიშვნელოვანი  მოვლენაა, სწორედ ამ მოვლენას მიეძღვნა მეცნიერებათა აკადემიაში, მიმდინარე წლის 5 მაისს გამართული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა. სხდომაზე წარმოდგენილი იყო მწერლისა და მთარგმნელის ქეთევან ტომარაძის წიგნის – კატი […]

გაგრძელება

შავი და ხმელთაშუა ზღვების ცივილიზაციათა შემსწავლელი კომისიისა და ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის გაერთიანებული სხდომა

  • მაისი 15, 2022

2022 წლის 5 მაისს პლატფორმა „ზუმის“ მეშვეობით გაიმართა  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან მოქმედი „შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონის ცივილიზაციათა შემსწავლელი კომისიისა“ და „ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის“  გაერთიანებული სხდომა, რომელსაც უძღვებოდა  ასოციაციის პრეზიდენტი, აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე. სხდომაზე, მოხსენებით -„ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმის ახლებური ინტერპრეტაცია“ – წარსდგა ნეაპოლის აღმოსავლეთმცოდნეობის უნივერსიტეტის პროფესორი გაგა შურღაია. თავის გამოსვლაში ავტორმა  განიხილა […]

გაგრძელება