Monthly Archives: აპრილი 2022

ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი

  • აპრილი 19, 2022

ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი, რომელიც ეხმარება სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრაში – სტრატეგიული სამეცნიერო თემებიდან ფუნქციონალურ პრიორიტეტებამდე   დაძმობილების პროექტმა მეცნიერებასა და ბიზნესს შორის კავშირების გასაძლიერებლად შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ერთად 2022 წლის 23-25 მარტს გამართა რამდენიმე ინტერვიუ ფოკუს ჯგუფებში. შეხვედრაზე  სხვადასხვა  კლასტერის, ასოციაციისა და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს მეცნიერებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის შესაძლო […]

გაგრძელება

განცხადება აკადემიის ნამდვილი წევრების არჩევის შესახებ

  • აპრილი 15, 2022

2022 წლის 14 აპრილს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრებაზე აკადემიის ნამდვილ წევრებად (აკადემიკოსებად) არჩეულ იქნენ:   1. გივი გავარდაშვილი  სპეციალობა – ჰიდრომელიორაცია 2. რამაზ გახოკიძე  სპეციალობა – ბუნებრივ ნაერთთა ქიმია 3. თენგიზ ზაალიშვილი  სპეციალობა – მოლეკულური ბიოლოგია 4. ჯაბა სამუშია  სპეციალობა – საქართველოს სამხედრო ხელოვნება და არქიტექტურა 5. მინდია უგრეხელიძე  სპეციალობა – სამართალმცოდნეობა 6. […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • აპრილი 12, 2022

2022 წლის 8 აპრილის სხდომაზე განხილული იქნა რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ რევაზ ქავთარაძის მოხსენება თემაზე: „წყალბადის ენერგეტიკა – ცივილიზაციის გლობალური პრობლემების გადაჭრის გზა“. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ  წყალბადის ენერგეტიკის გავრცელება არის თანამედროვე ცივილიზაციის წინაშე მდგარი, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული გლობალური ენერგეტიკული, ეკოლოგიური და კლიმატური პრობლემების გადაჭრის პერსპექტიული და რეალური გზა.  […]

გაგრძელება

სოლიდარობა უკრაინას და უკრაინელ მეცნიერებს

  • აპრილი 8, 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, უკრაინაში ომის დაწყების უმალ, თანაგრძნობა გამოუცხადა უკრაინელ მეცნიერებს, სრულიად უკრაინის მოსახლეობას. აკადემიას სისტემატიური კონტაქტები აქვს უკრაინელ კოლეგებთან. მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძეს უშუალო ურთიერთობა აქვს უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობასთან (ხშირი კავშირი ვიცე-პრეზიდენტთან აკადემიკოს სერგეი კომისარენკოსთან). საჭირო შემთხვევაში მეცნიერებათა აკადემია მზადაა ყოველმხრივი (მეცნიერული, ყოფითი) დახმარება გაუწიოს კოლეგებს.

გაგრძელება

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საერთო-საანგარიშო კრება

  • აპრილი 7, 2022

2022 წლის 31 მარტს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საერთო-საანგარიშო კრება. აკადემიის წევრებმა მოისმინეს და განიხილეს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში, რომელიც წარადგინა აკადემიის დამფუძნებელმა – პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ. ანგარიშის შესახებ მოსაზრებები გამოთქვეს საქართველოს მეცნიერებათას ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა […]

გაგრძელება

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია

  • აპრილი 1, 2022

მიმდინარე წლის 25 მარტს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია გახსნა აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა; მომხსენებლებს შორის იყვნენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები, ასევე, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე). გამომსვლელებმა ავტოკეფალიის მნიშვნელობასა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინაშე ეკლესიის უდიდეს როლზე გაამახვილეს ყურადღება. აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა ისაუბრა საქართველოს ეკლესიის ისტორიის […]

გაგრძელება