საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას მიმდინარე წლის 2 მაისს ფრიად საქმიანი და საინტერესო ვიზიტით ეწვია ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი ევა ზაჟიმალოვა და სენატორი, ჩეხეთის პარლამენტის განათლების, კულტურისა და ადამიანთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე ირჟი დრაჰოსი. სტუმრებს უმასპინძლა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა და აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა რამაზ ხუროძემ; შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: აკადემიკოსები […]
გაგრძელება