2022 წლის 2 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო ხელშეკრულებით წარმოებული პროექტის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ფუნქციონირების კონცეფციის შესახებ“ განხილვა. კონცეფცია მომზადებულია საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიაში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობით. კონცეფცია წარადგინა იდეის ავტორმა და სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ – საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, გრიგოლ […]
გაგრძელება