2023 წლის 17 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორიაში ჩატარდა აკადემიკოს ელგუჯა ხინთიბიძის საჯარო ლექცია თემაზე: „ქართულ-ევროპულ ლიტერატურულ-კულტურულ ურთიერთობათა ისტორიის დიდი სიახლე“. ლექცია ეხებოდა ბიზანტიურ-ქართული ფილოლოგიის ორ მნიშვნელოვან სიახლეს: ევროპულ ბიზანტინისტიკაში გამოვლენილ, ექვთიმე ათონელის დიდ ღვაწლს ბიზანტიური საეკლესიო მწერლობის ცნობილი ჟანრის – მეტაფრასტიკის გავრცელება-დამკვიდრებაში და მომხსენებლის მიერ ვარლაამ-რომანის სათაურში მოხსენიებული „წმინდა საბას მონასტრის ბერის იოანეს“, რომელიც […]
გაგრძელებააკადემიკოს ელგუჯა ხინთიბიძის საჯარო ლექცია
- მარტი 23, 2023