Monthly Archives: აპრილი 2023

მანგანუმის სამთო-გამამდიდრებელი წარმოების ნარჩენების უტილიზაციის ტექნოლოგიის შემუშავება

  • აპრილი 20, 2023

მიმდინარე წლის 13 აპრილს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილების სხდომა, რომელზეც მოხსენებით – „მანგანუმის სამთო-გამამდიდრებელი წარმოების ნარჩენების უტილიზაციის ტექნოლოგიის შემუშავება“, გამოვიდა თსუ რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, მეცნიერებათა დოქტორი თინა ლეჟავა. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის AR-18-281 ფარგლებში შემუშავებულია მანგანუმის სამთო-გამამდიდრებელი წარმოების  ნარჩენების […]

გაგრძელება

დიდი პატრიარქი 90 წლისაა

  • აპრილი 16, 2023

ცხრა ათეული წელი ისტორიისათვის ერთი ამოსუნთქვაა, პიროვნებისათვის კი მნიშვნელოვანი დროა, ცხოვრების დიდი ეტაპია. მით უმეტეს, როცა საუბარია საყოველთაოდ აღიარებულ, ცოცხალ წმინდანად შერაცხილ, უფლისგან ერის სულიერ მამად გამორჩეულ ადამიანზე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე ოთხმოცდაათის შესრულდა. 45 წელზე მეტია, იგი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქადაა აღსაყდრებული. ესაა ეკლესიის აღორძინებისათვის სწრაფვაში, ხალხის სამსახურში, მათზე […]

გაგრძელება

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • აპრილი 16, 2023

მიმდინარე წლის 5 აპრილს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის მორიგი სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ. მოხსენების თემა გახლდათ – „საქართველოს ეკონომიკა: ძველი პრობლემები და ახალი გამოწვევები“, მომხსენებელი – აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა. ბატონი ვლადიმერის თქმით – საქართველოს ეკონომიკის განვითარების საუკეთესო ტრაექტორიის განსაზღვრისთვის, უწინარეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ ქვეყნის […]

გაგრძელება

საქართველო „ნულოვანი ნარჩენის“ ინიციატივას უერთდება

  • აპრილი 4, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაზე, „ნულოვანი ნარჩენის (Zero Waste )“ ინიციატივას საქართველოს სახელით მხარი დაუჭირა. შეხვედრა გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის 77/161 რეზოლუციის საფუძველზე „ნულოვანი ნარჩენის (Zero Waste )“ საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა და თურქეთის მხარის მიერ იყო ინიცირებული. მათივე […]

გაგრძელება

მეცნიერ ქალთა დაჯილდოვება

  • აპრილი 3, 2023

მიმდინარე წლის 28 მარტს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საქართველოს ქალთა საბჭოს ორგანიზებით მოეწყო შეხვედრა აკადემიკოს ქალბატონებთან მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა და აკადემიკოს ქალბატონებს მეცნიერთა საერთაშორისო დღე მიულოცა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. მან ისაუბრა იმ დიდ მიღწევებსა და წვლილზე, რაც მეცნიერმა ქალებმა  მსოფლიო მეცნიერების განვითარებაში შეიტანეს. ქალთა საბჭოს აღმასრულებელი საბჭოს […]

გაგრძელება

დილემა კაცობრიობის წინაშე

  • აპრილი 3, 2023

2023 წლის 31 მარტს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში საქართველოს რესპუბლიკის პირველი კანონიერი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა. წლეულს ზვიად გამსახურდია 84 წლისა შესრულდებოდა. საქართველოს ისტორიაში და ქართულ ეროვნულ მოძრაობაში მისი დიდი ღვაწლის შესახებ აუდიტორიის წინაშე მოხსენება წაიკითხა ზვიად გამსახურდიას მეგობარმა და თანამებრძოლმა, ეროვნული მოძრაობის ვეტერანმა, მწერალმა ჯემალ დავლიანიძემ. კონფერენციაზე აღინიშნა იმ საჭირბოროტო საკითხების […]

გაგრძელება