Monthly Archives: თებერვალი 2023

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • თებერვალი 28, 2023

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის 2023 წლის 24 თებერვლის სხდომაზე მოხსენებით – „გამოთვლითი მათემატიკა – გამოწვევები და პერსპექტივები“, გამოვიდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი,  პროფესორი ვახტანგ კვარაცხელია. მომხსენებელმა მოკლედ მიმოიხილა მათემატიკის მნიშვნელობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებასა და პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტაში, აგრეთვე დამსწრეთა ყურადღება გაამახვილა მათემატიკური მოდელირებისა და […]

გაგრძელება

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა

  • თებერვალი 25, 2023

2023 წლის 22 თებერვალს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ეროვნულ პრობლემათა მუდმივმოქმედი კომისიის  მორიგი სხდომა თემაზე: „ქართლის გაქრისტიანების ისტორიის ახლებურად გააზრებისათვის“; მომხსენებელი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ბიძინა ჩოლოყაშვილი. როგორც ბატონმა ბიძინამ თავის გამოსვლაში აღნიშნა,  – „ქართველთა ქვეყანაში ჭეშმარიტი რწმენა რომ სამარადჟამოდ დამკვიდრდეს,  დედათდიაკვნად კურთხეული წმინდა ნინო  ქართულენოვანი სამყაროს ღვთაებათა სავანეში წარმართული კერპის  განადგურების მიზნით წარმოთქმული […]

გაგრძელება

ანონსი – საქართველოს ეკონომისტთა V ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია

  • თებერვალი 23, 2023

2023 წლის 8 სექტემბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ) ტარდება საქართველოს ეკონომისტთა V ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს ეკონომიკის პოზიციონირება კონფრონტაციული გლობალიზაციის პირობებში“. ორგანიზატორები: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისია; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესის და მართვის სკოლა; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი; თსუ პაატა […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • თებერვალი 22, 2023

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის 2023 წლის 20 თებერვლის სხდომაზე მოხსენებით: „შპს რევერსში დამუშავებული ინოვაციური საინჟინრო პროექტები“, გამოვიდა ტექნიკის აკადემიური დოქტორი, შპს “რევერსის“ დირექტორი მალხაზ ცისკარიშვილი. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ თანამედროვე მსოფლიომ, ინოვაციური საინჟინრო პროექტების წყალობით, კეთილდღეობის პიკს მიაღწია. მეცნიერთა ნააზრევის წარმოებაში უსწრაფეს ადაპტირებასა და შემდეგ, ეკონომიკაში ჩართვას მოაქვს კეთილდღეობის ის ნიშნულები, რომელსაც სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ […]

გაგრძელება

განცხადება

  • თებერვალი 22, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია იძულებულია გამოეხმაუროს ერთ-ერთი ჩვენთვის უცნობი პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს მეცნიერებათა აკადემია თანამშრომლობას გეგმავს მათთან. განვმარტავთ, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, როგორც სამეცნიერო სტრუქტურა, კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე ფორმით თანამშრომლობას თუ მონაწილეობას გარე პოლიტიკური საკითხების განხილვაში.

გაგრძელება

რატომ უწოდა რუსთველმა თავის პოემას „ვეფხისტყაოსანი“?

  • თებერვალი 20, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების სამეცნიერო განყოფილების გაფართოებულ სხდომაზე, აკადემიკოსმა ინესა მერაბიშვილმა წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „რატომ უწოდა რუსთველმა თავის პოემას „ვეფხისტყაოსანი“?“ ამ თემაზე, ვრცელი წერილი გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“ გამოაქვეყნა. https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/430668/1/Saqartvelos_Respublika_2023_N18.pdf ტარიელი ვეფხვის ტყავითაა შემოსილი ნიშნად ნესტან-დარეჯანისადმი სიყვარულისა, რომელიც თავად არის უმშვენიერესი ვეფხვის განსახიერება. ნუთუ, მხოლოდ ამ მიზეზით აიხსნება, რომ შედევრთა შედევრს რუსთველმა […]

გაგრძელება

საერთაშორისო სიმპოზიუმი – „მარადიული ღირებულებები და მარად ცვალებადი სამყარო“

  • თებერვალი 17, 2023

2023 წლის 16 და 17 თებერვალს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით,  სასტუმრო „რედისონ ივერიაში“ ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი – „მარადიული ღირებულებები და მარად ცვალებადი სამყარო“, რომელიც მიეძღვნა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის […]

გაგრძელება

განცხადება

  • თებერვალი 14, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია შეძრწუნებულია ჩვენს მეგობარ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას.

გაგრძელება

აკადემიკოს თინათინ სადუნიშვილს საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭა

  • თებერვალი 10, 2023

2022 წელს საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭა აკადემიკოს თინათინ სადუნიშვილს თანაავტორებთან: ინეზა მაისაიასთან, ქეთევან ბაცაცაშვილთან, შალვა სიხარულიძესთან და თამაზ დარჩიძესთან ერთად მონოგრაფიისთვის „საქართველოს აგრარული კულტურა“. დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა ორბელიანების სასახლეში.

გაგრძელება

დავით აღმაშენებლის 950 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

  • თებერვალი 10, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა დავით IV აღმაშენებლის – „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შარვანშა და შაჰანშა“; „მახვილი მესიისა“ – 950 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, რომლის ორგანიზატორები მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტი გახლდათ. ფრიად მნიშვნელოვანი სამეცნიერო ფორუმი მოხსენებით – „დავით აღმაშენებელი – კავკასიის შემკრები (გამაერთიანებელი)“ […]

გაგრძელება