Monthly Archives: იანვარი 2023

განცხადება

  • იანვარი 30, 2023

  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს ვაკანსიებს საქართვე­ლოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ასარ­ჩევად შემდეგ სპეციალობებში: საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილება სპეციალობა ვაკანსია საქართველოს ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ხელოვნების ისტორია 1   ფსიქოლოგია 1 საინჟინრო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილება სპეციალობა ვაკანსია ჰიდროტექნიკური ნაგებობები 1 ინფორმაციის დამუშავება და სტატისტიკური ანალიზი 1 მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილება სპეციალობა ვაკანსია […]

გაგრძელება

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ათათურქის უნივერსიტეტთან

  • იანვარი 24, 2023

2023 წლის 23 იანვარს,  ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს თურქეთის ათათურქის უნივესიტეტსა (ერზურუმი) და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის. თურქეთის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ათათურქის უნივერსიტეტის რექტორი ომერ ჩომაქლი და მისი თანმხლები პირები, ხოლო ქართული მხრიდან – აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, აკადემიკოსები – რამაზ ხეცურიანი, თამაზ შილაკაძე, თინათინ სადუნიშვილი და კრიმინოლოგიის აკადემიის […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • იანვარი 24, 2023

ცენტრის 2023 წლის 20 იანვრის სხდომაზე მოხსენებით: „რეტროეკონომიკსი, ანუ როგორ დავძლიოთ ტექნოლოგიური ჩამორჩენილობა“ გამოვიდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ იმ ტიპის ეკონომიკას, სადაც ფუნქციონირებენ ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი ფირმები (ანუ რეტრო-ფირმები), მაგრამ, ამის მიუხედავად, მათ მიერ გამოშვებულ პროდუქციაზე მოთხოვნა მაინც არსებობს, ეწოდება რეტროეკონომიკა (ლათინური „retro” ნიშნავს ”უკან”, ”წარსულისკენ მიპყრობილს”). რეტროეკონომიკის შექმნის ფაქტორებია: […]

გაგრძელება

აკადემიური კვლევების მეგობრები საქართველოში (FaRiG)

  • იანვარი 15, 2023

FaRiG ინგლისური საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც დაარსდა 2000 წელს ჯონ ვიკინსონის მიერ და გასცემს გრანტებს ქართველი მეცნიერებისათვის დისერტაციის შემდგომი კვლევებისათვის ჰუმანიტარულ მეცნიერებებში და ხელს უწყობს შედეგების საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოქვეყნებაში. FaRiG წარმოგიდგენთ კვლევით გრანტებსა და ესსეების პრიზებს.   FaRiG ჯონ ვიკინსონის კვლევითი გრანტი 2023 გრანტის ბიუჯეტი შეადგენს 1500 ინგლისურ ფუნტს და კანდიდატურის წარდგენა შეუძლიათ საქართველოში მცხოვრებ […]

გაგრძელება

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკრაინის არქიტექტურის აკადემიასთან

  • იანვარი 10, 2023

ა.წ. 9 იანვარს გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და  უკრაინის არქიტექტურის აკადემიას შორის. მემორანდუმს ხელი მოაწერეს შესაბამისი აკადემიის პრეზიდენტებმა – აკად. გ.კვესიტაძემ და აკად. ოლეგ სლეპცოვმა. აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს სამუშაო შეხვედრების და სემინარების ჩატარებას; საერთო ინტერესების მქონე საკითხებზე ინფორმაციის გაცვლას; ერთობლივი საექსპერტო ჯგუფების ჩამოყალიბებას თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხების დამუშავების მიზნით; საჭიროების შემთხვევაში, ერთობლივი სამუშაო […]

გაგრძელება