Monthly Archives: დეკემბერი 2022

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • დეკემბერი 28, 2022

2022 წლის 20 დეკემბერს ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომაზე განხილულ იქნა  სტუ-ს ი. ჟორდანიას სახ. საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის უფროსი მეცნიერ თანამშრომლის, ეკონომიკის დოქტორ ნოდარ გრძელიშვილისა და ამავე ცენტრის მთავარი მეცნიერ თანამშრომლის, ქიმიის დოქტორ ლაურა კვარაცხელიას მოხსენება თემაზე: „ბუნებრივი რეკრეაციული რესურსების შეფასების მნიშვნელობა ქვეყნის ეკოლოგიურ-ეკონომიკურ განვითარებაში“. მომხსენებელმა ნ. გრძელიშვილმა აღნიშნა, […]

გაგრძელება

ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები უკრაინის მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან

  • დეკემბერი 28, 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ მიიღო წერილი უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის დ. ზაბოლოტნის სახელობის მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორისგან ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპქტივების შესახებ.

გაგრძელება

უსაფრთხოების ახალი ტექნოლოგიები 6G ქსელებისთვის

  • დეკემბერი 22, 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს რამაზ ხუროძის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების სერგო შავგულიძის და მამუკა ჩხაიძის თანაავტორობით გამოვიდა მონოგრაფია „უსაფრთხოების ახალი ტექნოლოგიები 6G ქსელებისთვის“, რომელიც მომზადებულია უახლეს პუბლიკაციებსა და სამეცნიერო მიღწევებზე დაყრდნობით. წიგნი სასარგებლო იქნება და დახმარებას გაუწევს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების დარ­გში მომუშავე სპეციალისტებს, აკადემიურ პერსონალს, ბაკალავრიატის მაღალი კურ­სის სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.

გაგრძელება

უცხოური ლეგიონის გმირი დიმიტრი ამილახვარი: ბიოგრაფიის უცნობი ფურცლები

  • დეკემბერი 19, 2022

მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების სხდომა, რომელზეც მოხსენება – „უცხოური ლეგიონის გმირი დიმიტრი ამილახვარი: ბიოგრაფიის უცნობი ფურცლები“, წაიკითხა ისტორიის დოქტორმა რუსუდან ლაბაძემ. მეორე მსოფლიო ომის ჩრდილოეთ აფრიკის კამპანიის დროს, ელ ალამეინის ბრძოლაში დაღუპული საფრანგეთის უცხოური ლეგიონის მე-13 ნახევარბრიგადის მეთაურის – დიმიტრი („ბაზორკა“) გიორგის ძე ამილახვრის (1906-1942) ბიოგრაფიაში არაერთი […]

გაგრძელება

ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის წლიური ანგარიში

  • დეკემბერი 16, 2022

მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა პრეზიდიუმის სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. სხდომაზე, პრეზიდიუმის წევრების წინაშე, წლიური ანგარიშით წარსდგა აკადემიის სტრუქტურული ერთეულის, ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მთავარი რედაქტორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ აბაშიძე. თავის გამოსვლაში, მან აღნიშნა ენციკლოპედიის  როლი ქვეყნის კულტურულ და საზოგადოებრივ […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • დეკემბერი 8, 2022

2022 წლის 2 დეკემბერს ჩატარდა ცენტრის მორიგი სხდომა  შემდეგი დღის წესრიგით: 1.შესავალი სიტყვა:  მაკრომოლეკულური ქიმიის უახლესი მიღწევები: კვლევებიდან წარმოებაში გავრცელებამდე (მომხსენებელი: აკადემიკოსი რამაზ ქაცარავა, საქართვე­ლოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტის დირექტორი). 2.მოკლე მოხსენება:   “კლიკ-ქიმია ბიოდეგრადირებადი პოლიმერების დიზაინში – ახალი პერსპექტივები” (მომხსენებელი: თენგიზ ქანთარია – ქიმიის დოქტორი, ინსტიტუტის თანამშრომელი). 3.ძირითადი მოხსენება: “თერაპიული ნანო/მიკროსისტემები ფსევდოპროტეინების […]

გაგრძელება

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა

  • დეკემბერი 7, 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ. სხდომაზე წარმოდგენილი იყო „9 აპრილის საზოგადოების“ და საერთაშორისო ფონდ „ახალი თბილისის“ თავმჯდომარის, გაზეთ „სამშობლოს“ რედაქტორის თამაზ ბიბილურის მოხსენება – „მარტყოფი – საქართველოს გადარჩენაა“. მომხსენებელმა თავის გამოსვლაში აღნიშნა მარტყოფის მებრძოლთა ფასდაუდებელი გმირობა ქართლ-კახეთის და საერთოდ, საქართველოს […]

გაგრძელება

სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო მეთოდოლოგიური საბჭოს კონფერენცია

  • დეკემბერი 5, 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს კონფერენცია თემაზე: „სამეცნიერო კვლევები მედიცინაში: მიღწევები, პრობლემები და პერსპექტივები“; კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები: „საგანმანათლებლო და სამეცნიერო რეფორმის აუცილებლობა საქართველოში“; მომხს. არჩილ ჩხოტუა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი; „თსუ-ში დოქტორანტთა მონაწილეობით მიმდინარე სამეცნიერო კვლევების თაობაზე (კვლევათა დაგეგმვის, დაფინანსების, შედეგების პუბლიკაციის და საერთაშორისო ცნობადობის […]

გაგრძელება