Daily Archives: ივლისი 13, 2026

  • ივლისი 13, 2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით მიმოქცევაში გაშვებულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკა, რომელიც აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილეს აღნიშნავს. მარკის დეტალები: თემატიკა: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია – 85 წელი ნომინალი: 7.50 ლარი ტირაჟი: 10 000 ცალი, დიზაინერი: ბაადურ ქობლიანიძე. https://www.imedi.ge/ge/video/230234/sami-akhali-erovnuli-marka

გაგრძელება

ქართულ-იტალიური ურთიერთობების შესახებ ორტომეულის პრეზენტაცია

  • ივლისი 13, 2026

მიმდინარე წლის 10 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კლასიკური ფილოლოგის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ერთობლივი ორგანიზებით, მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა ორტომეულის პრეზენტყაცია, რომელიც ეხებოდა ქართულ-იტალიურ ურთიერთოებს. პირველი წიგნის სათაური გახლავთ – „ქართულ-იტალიური ისტორიულ-კულტურული ურთიერთობები“, ხოლო მეორესი – „ქართული ჟურნალისტიკის გენეზისი და იტალია“, რომლის ავტორია ბ-ნი პაატა […]

გაგრძელება

საქართველოს ეკონომისტთა VIII ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია

  • ივლისი 13, 2026

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისიის ინიციატივით, 2026 წლის 11 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საქართველოს ეკონომისტთა VIII ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85-ე წლის იუბილეს. ამ საკითხებთან დაკავშირებით, აკადემიკოს-მდივანმა ვლადიმერ პაპავამ ისაუბრა საპატრიარქოს ტელეკომპანია „ერთსულოვნებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.  

გაგრძელება