სიახლეები

სემინარი – ლითონთა კოორდინაციული ნაერთები – სინთეზი, აღნაგობა, კვლევა

  • ოქტომბერი 3, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილების მიერ ორგანიზებული სემინარი, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა აკადემიკოსმა ვლადიმერ ციციშვილმა. მოხსენებით  –  „ლითონთა კოორდინაციული ნაერთები – სინთეზი, აღნაგობა,  კვლევა“, მსმენელთა წინაშე წარსდგა ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ცინცაძე. მოხსენებაში წარმოდგენილ იქნა სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა შედეგები, რომლებიც შესრულებულია ქიმიის მეცნიერებათა […]

გაგრძელება

სამეცნიერო კონფერენცია მარტვილში „დავით აღმაშენებლისა და გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ეპოქა“

  • სექტემბერი 28, 2023

2023 წლის 24 სექტემბერს მარტვილის რაიონში ჭყონდიდელობის საეკლესიო-სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, გივი ელიავას სახელობის მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის თაოსნობით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, ჭყონდიდის ეპარქიამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთობლივად ჩაატარა სამეცნიერო კონფერენცია: „დავით აღმაშენებლისა და გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ეპოქა“. კონფერენცია გახსნა და დალოცა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი). კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა: აკადემიკოსი გიორგი […]

გაგრძელება

აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი აშშ-ს ბირთვული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა

  • სექტემბერი 28, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს ქრისტოფერ ჰანსონს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა შეაჯამეს 20-წლიანი ორმხრივი თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი. სოლომონ პავლიაშვილმა პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, რის შედეგადაც საქართველოში დაფუძნდა მარეგულირებელი ორგანო, გაუმჯობესდა ბირთვული უსაფრთხოება ისევე, […]

გაგრძელება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 67-ე გენერალური კონფერენცია

  • სექტემბერი 27, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 67-ე გენერალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ავსტრიის ქალაქ ვენაში გამართულ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) 67-ე გენერალურ კონფერენციაში მონაწილეობდა, სადაც IAEA-ს წევრი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები და 3000-მდე […]

გაგრძელება

სამეცნიერო კონფერენცია „დავით აღამაშენებლისა და გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ეპოქა

  • სექტემბერი 19, 2023

2023 წლის 24 სექტემბერს, 15 საათზე, გივი ელიავას სახელობის მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის თაოსნობით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ჭყონდიდის ეპარქია და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ატარებს სამეცნიერო კონფერენციას: დავით აღმაშენებლისა და გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ეპოქა.    

გაგრძელება

საგრანტო კონკურსი Biodiversa+

  • სექტემბერი 19, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა საგრანტო კონკურსი Biodiversa+ გახსნა. ევროპული ბიომრავალფეროვნების პარტნიორობის (Biodiversa+) საგრანტო კონკურსის „ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები (NBS) ბიომრავალფეროვნებისთვის, ადამიანის კეთილდღეობისთვის და ტრანსფორმაციული ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი პარტნიორი და თანადამფინანსებელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იქნება. შეხვედრაზე სამინისტროსა და ევროპული ბიომრავალფეროვნების პარტნიორობის წარმომადგენლებმა ქართველ […]

გაგრძელება

ანონსი – საერთაშორისო კონფერენცია

  • სექტემბერი 14, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარის, აკადემიკოს გივი გავარდაშვილის ხელმძღვანელობით, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) საკონსულტაციო სტატუსის ორგანიზაცია ა(ა)იპ გარემოს დაცვის ეკოცენტრი საგრანტო პროექტის ,,ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირება და რისკების შემცირების ინოვაციური ღონისძიებები“ (ხელშეკრულების # 4 /2240116105/pp 2022-2023) ფარგლებში, 2023 წლის 15-18 სექტემბერს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) 2022-2023 წ.წ. “მონაწილეობის პროგრამის” ფინანსური მხარდაჭერით, ატარებს საერთაშორისო […]

გაგრძელება

მეცნიერებათა აკადემიის ახალი გამოცემა

  • სექტემბერი 14, 2023

2022 წლის ივნისში დიდი ბრიტანეთის სამეფო ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ეგიდით გაიმართა ვირტუალური კონფერენცია – „ანთროპოლოგიის, ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის საზოგადოების მომავალი“. ამ კონფერენციის ბაზაზე ახლახანს გამოცემული წიგნი წარმოადგენს კონფერენციის ერთ-ერთ პანელზე —„ტრადიციის კონცეფცია: მისი გადარჩენა, ტრანსფორმაცია და ვირტუალური სამყაროს განახლება“, სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერების მიერ წაკითხული მოხსენებების კრებულს. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ამ პანელის თანამონაწილე იყო. კრებულში […]

გაგრძელება

კონკურსი გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მოსაპოვებლად

  • სექტემბერი 13, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს კონკურსს გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მოსაპოვებლად: 1. თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემია – ლინგვისტიკის დარგში (3000 ლარი) 2. ევგენი ხარაძის სახელობის პრემია – ფიზიკისა და ასტროფიზიკის დარგში (3000 ლარი) 3. შალვა ნუცუბიძის სახელობის პრემია – ფილოსოფიის დარგში (3000 ლარი) 4. გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია – ქიმიური ტექნოლოგიების დარგში (3000 ლარი) 5. […]

გაგრძელება

ეკონომისტთა V ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში

  • სექტემბერი 12, 2023

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში საქართველოს ეკონომისტთა V ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს ეკონომისტის პროფესიულ დღეს მიეძღვნა. კონფერენცია ორგანიზებული იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისიის, გრუნის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ. კონფერენციაზე განიხილეს საქართველოს ეკონომიკის პოზიციონირების პრობლემები კონფრონტაციული გლობალიზაციის პირობებში. წარმომადგენლობით ფორუმს […]

გაგრძელება