არქივი

მერაბ ბერძენიშვილი – 90

  • ივნისი 11, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2019 წლის 10 ივნისს, გაიმართა თანამედროვეობის უდიდესი  მოქანდაკის მერაბ ბერძენიშვილის დაბადებიდან 90 წლის იუბილე, რომლის ორგანიზატორები იყვნენ: მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს მხატვართა შემოქმედებითი კავშირი და საქართველოს კულტურის ფონდი. საიუბილეო სხდომა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, შემდეგ სიტყვა გადაეცა ვიცე-პრეზიდენტს, აკადემიკოს როინ მეტრეველს. მერაბ ბერძენიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა დეტალურად და ამომწურავად განიხილა […]

გაგრძელება

მოსწავლეთა დაჯილდოება

  • მაისი 15, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ტრადიციად იქცა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოსწავლეთა ყოველწლიური დაჯილდოება. წლევანდელი წელიც არ ყოფილა გამონაკლისი. მიმდინარე წლის 11 მაისს აკადემიას მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის 73-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის დასკვნითი ტურის გამარჯვებულები ესტუმრნენ თავიანთ პედაგოგებთან ერთად. შეხვედრა გახსნა ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, შემდეგ სიტყვა გადაეცათ ყველა გამარჯვებულ მოსწავლეს. ამის შემდგომ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. კონფერენციის გამარჯვებულებს საჩუქრად […]

გაგრძელება

აკადემიკოს თინათინ ყაუხჩიშვილის 100 წლის იუბილე

  • მაისი 14, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2019 წლის 10 მაისს გაიმართა აკადემიკოს თინათიან ყაუხჩიშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. მოხსენება – „აკადემიკოსი თინათინ ყაუხჩიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა“ წაიკითხა პროფესორმა ვალერი ვაშაკიძემ. თინათინ ყაუხჩიშვილი მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად 1993 წელს აირჩიეს. იგი კლასიკური ფილოლოგიისა და ბიზანტინისტიკის სკოლის გამორჩეული წარმომადგენელია და […]

გაგრძელება

აკადემიკოს კორნელი კეკელიძის 140 წლის იუბილე

  • მაისი 3, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 30 აპრილს ჩატარდა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს კორნელი კეკელიძის დაბადებიდან 140 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ. სხდომას ასევე ესწრებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე. მრავალსაუკუნოვან ქართულ მწერლობაში კორნელი კეკელიძეს გამორჩეული ადგილი უკავია. მეცნიერმა თავისი ღრმა განსაწავლულობა, ნიჭი და ენერგია მთლიანად შეალია ქართველოლოგიის, […]

გაგრძელება

აკადემიკოსი გიორგი მელიქიშვილი -100

  • აპრილი 15, 2019

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 27 მარტს ჩატარდა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს გიორგი მელიქიშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ აკადემიის წევრები, მოწვეული სტუმრები და  საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები. მოხსენებით – „აკადემიკოს გიორგი მელიქიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა“ საზოგადოების წინაშე წარსდგა პროფესორი ლევან გორდეზიანი. შემდეგ დრო დაეთმო გამოსვლებსა და მოგონებებს. […]

გაგრძელება