არქივი

პროფესორ ესტატე ხმალაძის 75 წლის იუბილე

  • სექტემბერი 4, 2019

2019 წლის 9 სექტემბერს, 10 სთ-ზე თსუ პირველი კორპუსის ივანე ჯავახიშვილის სახელობის (#107) აუდიტორიაში მუშაობას დაიწყებს გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსისა და პედაგოგის, საქართველოს სტატისტიკური ასოციაციის დამფუძნებლის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრის, ახალი ზელანდიის სამეფო აკადემიის წევრის, ახალი ზელანდიის ველინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტის პროფესორ ესტატე ხმალაძის დაბადების 75 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია ალბათობის თეორიასა და სტატისტიკაში   […]

გაგრძელება

ანონსი

  • ივნისი 26, 2019

8 ივლისს, 16:00-ზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში (რუსთაველის გამზირი 52, მე-3 სართული), გაიმართება აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „საქართველოში მედიცინის აქტუალური საკითხების შემსწავლელი კომისიის“ მესამე სხდომა, რომელიც მიეძღვნება ნეფროლოგიის აქტუალურ საკითხებს. დღის წესრიგი: 1. გლომერულონეფრიტების მართვა. ნინო მაღლაკელიძე, კორპორაცია ევექსის, ივანე ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის ნეფროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი; 2. ჰემო- და პერიტონეული დიალიზის მართვის პრობლემები. ლელა ბეგლარაშვილი. ალ. […]

გაგრძელება

საერთაშორისო კონფერენცია

  • ივნისი 4, 2019

მიმდინარე წლის 1-დან 10 ივნისის ჩათვლით, თბილისში ტარდება საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით – “ტოპოლოგიურ და ძლიერ კორელირებულ სისტემებში აღმოცენებული დაბალგანზომილებიანი კვანტური სისტემები”. ღონისძიების ორგანიზატორები არიან პროფესორი რაინჰოლდ ეგერი (დიუსელდორფის უნივერსიტეტი),  პროფესორი გიორგი ჯაყელი (შტუტგარტის უნივერსიტეტი), ილიას უნივერსიტეტის პროფესორები, აკადემიკოსები  ალექსანდრე ნერსესიანი და გიორგი ჯაფარიძე. ღონისძიება თანადაფინანსებულია „ფოლკსვაგენის“ ფონდის და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. კონფერენციას მასპინძლობს ილიას სახელმწიფო […]

გაგრძელება