Monthly Archives: აგვისტო 2022

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აკადემიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის

  • აგვისტო 29, 2022

მიმდინარე წლის 22 აგვისტოს საქართელოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაფორმდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ  აკადემიასა და საქართელოს იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც თანამშრომლობის ახალ პლატფორმას ითვალისწინებს. მხარეები შეიმუშავებენ და განახორციელებენ ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით, საგანმანათლებლო და სამართლებრივ პროექტებს, ორგანიზებას გაუწევენ კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, სემინარებს, მრგვალ მაგიდებსა და საჯარო დისკუსიებს; გამოაქვეყნებენ სამეცნიერო ნაშრომებს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალებში „მოამბესა“ და „მაცნეში“, […]

გაგრძელება

100 წელი მარიამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან

  • აგვისტო 26, 2022

ასი წლის წინ, 28 აგვისტოს, მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღეს – მარიამობას დაიბადა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე. სწორედ ამ დღემ განსაზღვრა მისი რთული, ამასთან წარმატებული მომავალი. ღირსებით გამორჩეულმა ოჯახმა მას მაღალი განათლება და კულტურა შესძინა. მარიამ ლორთქიფანიძე ქართველ ისტორიკოსთა იმ სკოლის წარმომადგენელია, რომელსაც საფუძველი დაუდო დიდმა ივანე ჯავახიშვილმა. მარიამ ლორთქიფანიძის კალამს […]

გაგრძელება

სომხეთის დელეგაციის ვიზიტი აკადემიაში

  • აგვისტო 11, 2022

10 აგვისტოს აკადემიას ესტუმრა 7 კაციანი დელეგაცია სომხეთიდან განათლების, მეცნიერების და სპორტის მინისტრის მოადგილის ბატონი არტურ მარტიროსიანის ხელმძღვანელობით. ჩამოსულ სტუმრებს ახლდა საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქ-ნი ნუნუ მიცკევიჩი. შეხვედრა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გ.კვესიტაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველო-სომხეთის 20 წლიან ინტენსიურ მეცნიერულ თანამშრომლობაზე. ბ-ნმა ა.მარტიროსიანმა ქართველ მეცნიერებს გააცნო თავისი ხედვა მეცნიერების უფრო მეტი პოპულარიზაციის […]

გაგრძელება

გიორგი კვესიტაძე არჩეულია საგამომცემლო საბჭოს წევრად

  • აგვისტო 2, 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე არჩეულ იქნა ჟურნალ „მართლმადიდებლური თეოლოგია და სულიერება“-ს საგამომცემლო საბჭოს წევრად. ჟურნალი გამოიცემა რამნიკის მთავარეპისკოპოსის (რუმინეთის ეპარქია) მიერ, რომელსაც წარსულში უძღვებოდა მოწამე წმინდა ანთიმოზ ივერიელი. ჟურნალი ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე დიდი პატივისცემით სარგებლობს მისი მაღალი აკადემიური შინაარსის გამო, რაც უზრუნველყოფს მკითხველთ თეოლოგიასა და ქრისტიანულ კულტურაში მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და მაცხოვრის, […]

გაგრძელება