Monthly Archives: სექტემბერი 2022

ანონსი

  • სექტემბერი 29, 2022

2022 წლის 3-5 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თაოსნობით გაიმართება რიგით მესამე ქართველოლოგიურ-კავკასიოლოგიური კონგრესი. კონგრესი გაიხსნება 3 ოქტომბერს 10:00 საათზე მეცნიერებათა აკადემიის მე-5 სართულის დარბაზში (პროგრამა იხ. მიბმულ ფაილში). ეს სამეცნიერო ფორუმი ისევე, როგორც წინა ორი, აღნიშნული დარგების შემდგომ განვითარებას ემსახურება. აღსანიშნავია კონგრესის წარმომადგენლობითი ხასიათი. მის მუშაობაში ქართველ კოლეგებთან […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • სექტემბერი 29, 2022

2022 წლის 22 სექტემბერს სხდომაზე განხილული იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ სერგო შავგულიძის მოხსენება თემაზე: „მოდულაცია-კოდირების ახალი სისტემები და მათი გამოყენება მრავალანტენიან ტექნოლოგიებში“. მოხსენებაში აღინიშნა, რომ მეხუთე თაობის (5G) უსადენო საკომუნიკაციო ქსელები, რომლის მსოფლიოს მასშტაბით განთავსება ხორციელდება 2020 წლიდან, ვერ დააკმაყოფილებს მომავლის ყველა მოთხოვნას 2030 წლისთვის და შემდგომ პერიოდში და არსებობს იმის მოლოდინი, რომ უკვე […]

გაგრძელება

სამეცნიერო კონფერენცია მარტვილის ეპარქიაში

  • სექტემბერი 8, 2022

2022 წლის 1-2 სექტემბერს მარტვილი რაიონში წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის საგანმანათლებლო ცენტრში (სოფ. ინჩხური) ჭყონდიდელი მიტროპოლიტის სტეფანეს ლოცვა-კურთხევით, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის თაოსნობით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, ჭყონდიდის ეპარქიამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთობლივად ჩაატარა სამეცნიერო კონფერენცია – „გლობალური ბიოლოგიურ-ეკოლოგიური კონცეფცია“, რომელიც მიეძღვნა აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის 80 წლის იუბილეს. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს დედაქალაქისა […]

გაგრძელება

მონოგრაფია “ეროზიულ-ღვარცოფული პროცესების პროგნოზირება და მათი საწინააღმდეგო ინოვაციური ღონისძიებები”

  • სექტემბერი 8, 2022

გამომცემლობამ ,,კემბრიჯის მეცნიერები” (დიდი ბრიტანეთი, ინგლისი) 2022 წლის 29 ივნისს გამოსცა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს გივი გავარდაშვილის მონოგრაფია “ეროზიულ-ღვარცოფული პროცესების პროგნოზირება და მათი საწინააღმდეგო ინოვაციური ღონისძიებები” (ISBN: 1-5275-8482-8; ISBN13:978-15275-8482-2). მონოგრაფია ილუსტრირებულია ფერადად და იგი მოიცავს 245 გვერდს. https://www.cambridgescholars.com/product/978-1-5275-8482-2 წიგნში აღწერილია საქართველოს ეროზიულ–ღვარცოფული ტიპის წყლსადინარები, შეფასებულია  მათგან გამოწვეული საფრთხეები საქართველოს მთიან ლანდშაფტებში და გამოთვლილია ღვარცოფით გამოწვეული […]

გაგრძელება