Daily Archives: სექტემბერი 8, 2022

სამეცნიერო კონფერენცია მარტვილის ეპარქიაში

  • სექტემბერი 8, 2022

2022 წლის 1-2 სექტემბერს მარტვილი რაიონში წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის საგანმანათლებლო ცენტრში (სოფ. ინჩხური) ჭყონდიდელი მიტროპოლიტის სტეფანეს ლოცვა-კურთხევით, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის თაოსნობით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, ჭყონდიდის ეპარქიამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთობლივად ჩაატარა სამეცნიერო კონფერენცია – „გლობალური ბიოლოგიურ-ეკოლოგიური კონცეფცია“, რომელიც მიეძღვნა აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის 80 წლის იუბილეს. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს დედაქალაქისა […]

გაგრძელება

მონოგრაფია “ეროზიულ-ღვარცოფული პროცესების პროგნოზირება და მათი საწინააღმდეგო ინოვაციური ღონისძიებები”

  • სექტემბერი 8, 2022

გამომცემლობამ ,,კემბრიჯის მეცნიერები” (დიდი ბრიტანეთი, ინგლისი) 2022 წლის 29 ივნისს გამოსცა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს გივი გავარდაშვილის მონოგრაფია “ეროზიულ-ღვარცოფული პროცესების პროგნოზირება და მათი საწინააღმდეგო ინოვაციური ღონისძიებები” (ISBN: 1-5275-8482-8; ISBN13:978-15275-8482-2). მონოგრაფია ილუსტრირებულია ფერადად და იგი მოიცავს 245 გვერდს. https://www.cambridgescholars.com/product/978-1-5275-8482-2 წიგნში აღწერილია საქართველოს ეროზიულ–ღვარცოფული ტიპის წყლსადინარები, შეფასებულია  მათგან გამოწვეული საფრთხეები საქართველოს მთიან ლანდშაფტებში და გამოთვლილია ღვარცოფით გამოწვეული […]

გაგრძელება