Daily Archives: ოქტომბერი 14, 2022

ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის პროგრამა მკვლევარებისთვის

  • ოქტომბერი 14, 2022

ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის პროგრამა Joint Excellence in Science and Humanities (JESH) ხელს უწყობს თანამშრომლობას საზღვარგარეთიდან გამოჩენილ ახალგაზრდა მკვლევარებსა და ავსტრიელ მეცნიერებს შორის. JESH გთავაზობთ incoming/შემომავალ პროგრამას მკვლევარებისთვის 53 სხვადასხვა სამიზნე ქვეყნიდან, ასევე outgoing/გამავალ პროგრამას ავსტრიელი მკვლევრებისთვის. სამიზნე ჯგუფი: ახალგაზრდა მეცნიერები და მეცნიერები, რომელთაც დოქტორის/PhD ხარისხის მიღების შემდეგ აქვთ მაქსიმუმ 10 წლიანი კვლევის გამოცდილება. უფლებამოსილი ინსტიტუციები […]

გაგრძელება

ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის გახსენება

  • ოქტომბერი 14, 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემიის, ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით, აკადემიაში ჩატარდა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის – ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მოგონების საღამო. ბასა ღოღობერიძე დაიბადა 1922 წლის 3 აგვისტოს ქალაქ სოხუმში, თამაშობდა სოხუმის პიშჩევიკის ჭაბუკთა გუნდში, სოხუმისა და თბილისის „დინამოში“. სსრკ პირველობაზე 341 შეხვედრაში გაიტანა 127 ბურთი, რაც კლუბის რეკორდია. არის […]

გაგრძელება

სამეცნიერო სემინარი

  • ოქტომბერი 14, 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა აკადემიის უცხოელი წევრის, პროფესორ ბანუ ჯენას (ვეინის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ) და დოქტორ სანდორ კაზასის (ფილოსოფიის დოქტორი, ბიოლოგიური მექანიზმების ელექტრონული მიკროსკოპიის ლაბორატორია, EPFL, CH-1015 ლოზანა, შვეიცარია) სამეცნიერო სემინარი. პროფესორ ბანუ ჯენას მოხსენების სათაურია –  პოროსომა-მედიტირებული სეკრეცია. სეკრეცია უჯრედის ციკლის ფუნდამენტური პროცესია. მისი საშუალებით, უჯრედი გარემოსთან ურთიერთქმედებს, კერძოდ, ახდენს ინფორმაციის მრავალმხრივ გაცვლას ნორმალური ჰომეოსტაზის […]

გაგრძელება