Daily Archives: ოქტომბერი 31, 2022

იოველ ქუთათელაძე – 135

  • ოქტომბერი 31, 2022

გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, ცნობილ ფარმაცევტს, საქართველოს მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწეს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს იოველ ქუთათელაძეს, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის: ფარმაცევტული განათლების, ფარმაკოქიმიის მეცნიერებისა და ქიმიურ-ფარმაცევტული მრეწველობის სფეროში, დაბადებიდან 135 წელი შეუსრულდა. სწორედ ამ მნიშვნელოვან თარიღს მიეძღვნა აკადემიაში, მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს ჩატარებული ხსოვნის საღამო, რომელიც შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი […]

გაგრძელება

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა

  • ოქტომბერი 31, 2022

2022 წლის 25 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა „ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის“ მორიგი სხდომა;  მოხსენებით, „საუნივერსიტეტო განათლება და ეროვნული პოლიტიკა სამცხე-ჯავახეთში“, გამოვიდა ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესორი მერაბ ბერიძე. მომხსენებელმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ უდიდესი მნიშვნელობა  მიანიჭა 1990 წელს სამცხე-ჯავახეთში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის გახსნას, რამაც დასაბამი მისცა […]

გაგრძელება

აკადემიკოს მიხეილ ჯიბუტის მოხსენება: „საქართველოს ევროპული პერსპექტივის პოლიტ-ეკონომიკური გამოწვევები და მათი დაძლევის გზები“

  • ოქტომბერი 31, 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების გაფართოებული სხდომა, რომელიც გახსნა აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. სხდომაზე წარმოდგენილი იყო  აკადემიკოს მიხეილ ჯიბუტის მოხსენება: „საქართველოს ევროპული პერსპექტივის პოლიტ-ეკონომიკური გამოწვევები და მათი დაძლევის გზები“. მოხსენებაში ნაჩვენები იყო პოლიტ-კონომიკური კონტექსტის მნიშვნელობა საქართველოს სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციურად განსაზღვრული ევროატლანტიკურ სივრცეში სრული ინტეგრაციის (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 78) სტრატეგიული მიზნის რეალიზებისას. 2022 წლის […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • ოქტომბერი 31, 2022

21 ოქტომბრის სხდომაზე განხილული იქნა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის, ქიმიის აკადემიური დოქტორ თენგიზ ქანთარის მოხსენება:  „კლიკ-ქიმია ბიოდეგრადირებადი პოლიმერების დიზაინში – ახალი პერსპექტივები“. აღინიშნა, რომ სპილენძი(I)-თ კატალიზირებული აზიდ-ალკინის ციკლომიერთების ორთოგონალური „კლიკ“ რეაქცია ინტენსიურადაა გამოყენებული სხვადასხვა ტექნოლოგიებში. ნაკლები ყურადღება აქვს დათმობილი ხაზოვანი პოლიმერების სინთეზს საფეხურებრივი  ზრდის „კლიკ“ პოლიმერიზაციით (სზკპ). ამასთან მოსალოდნელია, რომ […]

გაგრძელება

2021 წლის სამეცნიერო საქმიანობის შეფასების დამატება

  • ოქტომბერი 31, 2022

საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების 2021 წლის სამეცნიერო საქმიანობის შემაჯამებელ დოკუმენტში შეტანილია შესწორება (იხ. მიბმული ფაილი). დამატება   სამეცნიერო-საორგანიზაციო სამმართველო

გაგრძელება