Monthly Archives: თებერვალი 2023

კონკურსი ტურინის მეცნიერებათა აკადემიის პრიზებისათვის

  • თებერვალი 2, 2023

ტურინის მეცნიერებათა აკადემია წელს წარმოგიდგენთ შემდეგ პრიზებს: 1. Gili Agostinelli-ის საერთაშორისო პრიზი, რომლის ფულადი ჯილდო შეადგენს 10 000 ევროს და გადაეცემა მეცნიერს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ბიოლოგიურ და სამედიცინო მეცნიერებებში. პრიზი არ გადაეცემათ ტურინის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს და მეცნიერებს, რომელთაც უკვე მიიღეს Panetti-ს და Panetti Ferrari-ს პრიზები. კანდიდატურის წარდგენა უნდა მოხდეს 2023 წლის 31 მარტამდე. 2. […]

გაგრძელება

კონკურსი Madame de Stael-ის 2023 წლის პრიზისათვის

  • თებერვალი 2, 2023

ALLEA გიწვევთ წარმოადგინოთ კანდიდატურა Madame de Stael-ის 2023 წლის პრიზისათვის. ლაურეატთა გამოცხადება მოხდება 2023 წლის 23 ივნისს ALLEA-ს გენერალურ ასამბლეაზე. პრიზი უნიკალურია თავისი ხასიათით, იგი გამოხატავს ევროპული პროექტებისა და ღირებულებების სამეცნიერო და ინტელექტუალური წარმოჩენის მნიშვნელობას. ამ პროექტმა დიდი მხარდაჭერა მიიღო ევროპული კომისიის მრავალი წევრისგან, მათ შორის, პრეზიდენტისგანაც. გაითვალისწინეთ კანდიდატურის წარდგენის კრიტერიუმები:  პრიზი ავლენს იმ […]

გაგრძელება

წმ. ექვთიმე ღმრთისკაცის (თაყაიშვილი) თხზულებათა თორმეტტომეულის წარდგენა

  • თებერვალი 2, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა წმ. ექვთიმე ღმრთისკაცის (თაყაიშვილი) თხზულებათა თორმეტტომეულის წარდგენა. შესავალი სიტყვით გამოვიდა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე.  ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ვრცლად ისაუბრა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი  გიორგი ზვიადაძე, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების […]

გაგრძელება

ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა

  • თებერვალი 2, 2023

 საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის მორიგი სხდომა. მოხსენებით – „აფხაზეთი მეხსიერების მუზეუმი (თანამედროვე ქართული მწერლობა ომის ნარატივზე და საზოგადოებრივი აზრის ფორმირების 29 წლიანი ისტორია)“, გამოვიდა     ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის სამდივნოს უფროსი, სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი  ირაკლი შამათავა. აღსანიშნავია, რომ ირაკლი შამათავა აფხაზეთში დაიბადა; იგი 5 წლის იყო, […]

გაგრძელება