Daily Archives: ოქტომბერი 24, 2023

პროექტის წარდგინება პოლიტიკის მეცნიერებათა დარგობრივი ნავიგატორი

  • ოქტომბერი 24, 2023

2023 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა პროექტ „პოლიტიკის მეცნიერებათა დარგობრივი ნავიგატორის“ შედეგების პრეზენტაცია, რომელიც წარმოადგინა კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ალექსანდრე რუსეცკიმ. პროექტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიისა, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის მეტაკოგნიტური მართვის ინსტიტუტისა და შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. საპრეზენტაციო შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს, ასევე, პოლიტიკის მეცნიერების […]

გაგრძელება

სამეცნიერო სემინარი თემაზე: ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე მიმართულებები კომპლექსური მოვლენებისა და პროცესების კვლევებში

  • ოქტომბერი 24, 2023

ხელოვნური ინტელექტი ბოლო ხანს ძალიან პოპულარული დარგი გახდა მსოფლიოში, იგი ეკონომიკაშიც ფართოდ არის გამოყენებული და განათლების სფეროშიც. სწორედ ამ სიახლეს მიეძღვნა მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარებული სემინარი, რომელზეც მოხსენებებით გამოვიდნენ – პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სისტემების კვლევის ინსტიტუტის პროფესორი იანუშ კაქპრჟიკი და თსუ პროფესორი, კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის პროფესორი გია სირბილაძე. ხელოვნური ინტელექტი – კომპიუტერული მეცნიერების დარგია, რომელიც […]

გაგრძელება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასების შედეგებს გაეცნენ

  • ოქტომბერი 24, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აკადემიის წევრებს საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასების ძირითადი შედეგები გააცნო. „შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, შემუშავდა დოკუმენტი „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასება“, რომელშიც წარმოდგენილია ეკონომიკის ის პრიორიტეტული დარგები, სადაც ნარჩენების ხელმეორედ გადამუშავების მეტი შესაძლებლობა არსებობს. დოკუმენტში განსაზღვრულია საქართველოს ეკონომიკის […]

გაგრძელება