საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, საქართველოსთან ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების ფარგლებში, საქმიანი და გაცნობითი ხასიათის ვიზიტით ესტუმრნენ Deutsche Forschungsgemeinschaft-ის (DFG, გერმანიის კვლევითი ფონდი) დელეგაცია საერთაშორისო ურთიერთობათა ხელმძღვანელის, დოქტორ იორგ შნეიდერისა და ტობიას შტუდემანის შემადგენლობით. შეხვედრა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, რომელმაც სტუმრებს გააცნო აკადემიის ისტორია მისი დაარსების დღიდან დღევანდლამდე, ისაუბრა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებებსა და მის წევრებზე. […]
გაგრძელება
შეხვედრა გერმანიის კვლევითი ფონდის წარმომადგენლებთან
- ნოემბერი 28, 2023