Monthly Archives: დეკემბერი 2023

2024: „ნავთობის ომი“, „სასურსათო შანტაჟი“ და საქართველოს გეოპოლიტიკური შანსი

  • დეკემბერი 30, 2023

2023 წლის 25 დეკემბერს, გაზეთ კვირის პალიტრაში გამოქვეყნდა აკადემიის აკადემიკოს-მდივნის, აკადემიკოს ლადო პაპავას ინტერვიუ. სრულად ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

გაგრძელება

ინფექციური დაავადებები საქართველოში: ძირითადი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები

  • დეკემბერი 29, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის სხდომაზე მოხსენებით – „ინფექციური დაავადებები საქართველოში: ძირითადი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები“, გამოვიდა პროფესორი თენგიზ ცერცვაძე. მომხსენებელმა ინფექციური დაავადებები განიხილა, როგორც მთელ მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი მნიშვნე­ლოვანი პრობლემა. წარმოადგინა უახლესი მონაცემები B და C ჰეპატიტების, აივ ინფექცია/შიდსის, COVID-19-ის, ვირუსული ჰემორაგიული ცხელებების, რესპირაციული ინფექციების, ჰოსპიტალური ინფექციების და ანტიმიკრო­ბული რეზისტენტობის ეპიდემიოლოგიის, დია­გნოს­ტიკის […]

გაგრძელება

აკაკი სურგულაძე – 110

  • დეკემბერი 29, 2023

არსებობენ ადამიანები, რომლებიც წარუშლელ კვალს ტოვებენ გარშემომყოფთა შორის და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ღირსეულ ადგილს იმკვიდრებენ, სწორედ ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებოდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მრავალი შრომის, წიგნისა თუ მონოგრაფიის ავტორი  აკაკი სურგულაძე. ბატონი აკაკის 110 წლის იუბილეს მიეძღვნა საგანგებო სხდომა ივანე ჯავახიშვილის […]

გაგრძელება

ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა

  • დეკემბერი 29, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა  ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის მორიგი სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა მოხსენება: ,,აგრობიოლოგიური მეცნიერების კომერციალიზაციის პერსპექტივები’’, მომხსენებლები გახლდნენ: აკადემიკოსი თინათინ სადუნიშვილი და აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ალექსანდრე დიდებულიძე. მოხსენებაში განხილული იყო აგრობიოლოგიური მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კომერციალიზაციის საკითხები, რომლებიც ეხება  გენური ინჟინერიის მეთოდით მიღებულ კულტურულ მცენარეთა ახალ ჯიშებს, რომლებიც შეიცავენ მავნე მწერების, ვირუსების, სოკოების, […]

გაგრძელება

მიხეილ მუსხელიშვილის სახელობის აკადემიური პრემია

  • დეკემბერი 28, 2023

დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანეს ეტაპზეა, როდესაც ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს, რაც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობასთან საქართველოს კიდევ უფრო მეტად აახლოებს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმმა დააწესა მიხეილ მუსხელიშვილის სახელობის აკადემიური პრემია პოლიტიკის მეცნიერებათა დარგში. საქართველოს მეცნიერებათა როვნული აკადემიის პრეზიდიუმის 27 დეკემბრის სხდომის ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენდა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტის, პროფესორ მიხეილ […]

გაგრძელება

პატრიარქის აღსაყდრების 46-ე წელი

  • დეკემბერი 26, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია II-ს დაბადებიდან 91-ე და აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავს.

გაგრძელება

აკადემიკოს დავით მუსხელიშვილის ახალი გამოცემების წარდგინება

  • დეკემბერი 25, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით მოეწყო აკადემიკოს დავით მუსხელიშვილის ახალი გამოცემების: „საქართველოს ისტორიული გეოგრაფია“ და „საქართველოს ისტორიის ატლასი“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე; მთარგმნელი ლადო მირიანაშვილი) წარდგინება. ორივე წიგნი გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა. ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. გამომსვლელთა შორის იყვნენ: ჭიათურისა […]

გაგრძელება

მთიანეთის პრობლემათა კომპლექსური შესწავლის კომისიის სხდომა

  • დეკემბერი 25, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა მთიანეთის პრობლემათა კომპლექსური შესწავლის კომისიის სხდომა, რომელზეც განხილული იყო მეტად საჭირბოროტო საკითხი – თუშეთისა და სვანეთის საავტომობილო გზების განვითარების შესახებ. მომხსენებელმა, კომისიის სწავლულმა მდივანმა, დოქტორმა მირონ ფირცხელანმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთიანეთი ოდითგანვე ასაზრდოებდა და სურსათ-სანოვაგით ამარაგებდა ბარის მოსახლეობას, თუმცა მთის მთავარი დანიშნულება, მაინც გარეშე მტრისგან დაცვა და ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია […]

გაგრძელება

ვინფრიდ ბოედერი

  • დეკემბერი 25, 2023

გარდაიცვალა გამოჩენილი გერმანელი ქართველოლოგი, აღიარებული ენათმეცნიერი, საქართველოსა და ქართველების დიდი მეგობარი და გულშემატკივარი, ოლდენბურგის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი (2002), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი (2009), ბატონი ვინფრიდ ბოედერი. ვინფრიდ ბოედერი დაიბადა 1937 წელს. ენათმეცნიერების საფუძვლებს ეუფლებოდა ფრაიბურგისა და ჰამბურგის უნივერსიტეტებში. 1967 წელს გახდა ჰამბურგის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი. სწორედ ამ წლებში გამოიკვეთა ვინფრიდ ბოედერის, […]

გაგრძელება

აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას მოხსენება

  • დეკემბერი 23, 2023

საქართველოს ისოტორიკოსთა ეროვნული კომიტეტისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების ორგანიზებით, აკადემიაში ჩატარდა მორიგი სხდომა, რომელზეც მოხსენებით – „რუსეთის ომი უკრაინაში და მსოფლიო ეკონომიკის გამოწვევები“ წარსდგა აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა. ბატონი ვლადიმერის თქმით – საყოველთაოდ ცნობილია, რომ 2019 წლის მიწურულს „კოვიდ პანდემია“ დაიწყო, რამაც სერიოზული ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. პანდემიის გამო, ეკონომიკის მრავალი დარგი გაჩერდა. ეკონომიკა […]

გაგრძელება