Daily Archives: დეკემბერი 25, 2023

აკადემიკოს დავით მუსხელიშვილის ახალი გამოცემების წარდგინება

  • დეკემბერი 25, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით მოეწყო აკადემიკოს დავით მუსხელიშვილის ახალი გამოცემების: „საქართველოს ისტორიული გეოგრაფია“ და „საქართველოს ისტორიის ატლასი“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე; მთარგმნელი ლადო მირიანაშვილი) წარდგინება. ორივე წიგნი გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა. ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. გამომსვლელთა შორის იყვნენ: ჭიათურისა […]

გაგრძელება

მთიანეთის პრობლემათა კომპლექსური შესწავლის კომისიის სხდომა

  • დეკემბერი 25, 2023

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა მთიანეთის პრობლემათა კომპლექსური შესწავლის კომისიის სხდომა, რომელზეც განხილული იყო მეტად საჭირბოროტო საკითხი – თუშეთისა და სვანეთის საავტომობილო გზების განვითარების შესახებ. მომხსენებელმა, კომისიის სწავლულმა მდივანმა, დოქტორმა მირონ ფირცხელანმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთიანეთი ოდითგანვე ასაზრდოებდა და სურსათ-სანოვაგით ამარაგებდა ბარის მოსახლეობას, თუმცა მთის მთავარი დანიშნულება, მაინც გარეშე მტრისგან დაცვა და ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია […]

გაგრძელება

ვინფრიდ ბოედერი

  • დეკემბერი 25, 2023

გარდაიცვალა გამოჩენილი გერმანელი ქართველოლოგი, აღიარებული ენათმეცნიერი, საქართველოსა და ქართველების დიდი მეგობარი და გულშემატკივარი, ოლდენბურგის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი (2002), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი (2009), ბატონი ვინფრიდ ბოედერი. ვინფრიდ ბოედერი დაიბადა 1937 წელს. ენათმეცნიერების საფუძვლებს ეუფლებოდა ფრაიბურგისა და ჰამბურგის უნივერსიტეტებში. 1967 წელს გახდა ჰამბურგის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი. სწორედ ამ წლებში გამოიკვეთა ვინფრიდ ბოედერის, […]

გაგრძელება